რა უთანხმოება და კონფლიქტები აქვთ „კომედი შოუს“ მსახიობებს
„კომედი შოუდან“ წასული გიგა ტაბიძე, იგივე „ჭამე ნოდარი“ ამბობდა, რომ პროფესიით მსახიობი არ იყო და ფარმაცევტად სურდა ძალები მოესინჯა, თუმცა პოპულარობის ზენიტში მყოფი მსახიობის ასეთმა განცხადებებმა ბუნებრივია, ეჭვი გააჩინა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად „კომედი შოუშიც“ უთანხმოება და კონფლიქტებია. ერთ-ერთი ინფორმაციით, გადაცემის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. ამის მიზეზად „კომედი ჯგუფის“ გასართობ ცენტრებს ასახელებენ, სადაც ჯგუფის მსახიობები მუშაობენ და რომელსაც ვანო ჯავახიშვილი და მიშა ანდღულაძე ხელმძღვანელობენ. სწორედ მათთან მოუვიდა უსიამოვნება გადაცემის ხელმძღვანელს, ალეკო მალხაზიშვილს. მსახიობები გასართობ ცენტრებში მუშაობისმიზეზად მცირე ხელფასს ასახელებდნენ. ისინი ხელმძღვანელისგან ხელფასის გაზრდა მოითხოვდნენ, რის შემდეგაც გასართობ ცენტრებში მუშაობა აღარ მოუწევდათ. ამბობენ, რომ სწორედ ამ კონფლიქტს შეეწირა გიგა ტაბიძე.