კათოლიკე მღვდელი ამტკიცებს, რომ ღმერთი...ქალია

კათოლიკე მღვდელი ამტკიცებს, რომ ღმერთი...ქალია
71 წლის მასაჩუსეტსელმა სასულიერო პირმა ჯონ მიტჩელ ონილმა რელიგიურ შეხედულებებში ფაქტობრივად, გადატრიალება მოხდინა. მამა ონილი ამტკიცებს, რომ გამოეცხადება ჰქონდა. მისი თქმით, იგი ღმერთის წინაშე წარსდგა და ის... ქალია.
ონილს ეს გამოცხადება სააავადმყოფოში ჰქონდა, სადაც სასაწრაფო დამარებამ მიიყვანა. მოძღვარს 48 წუთის განმავლობაში კლინიკური სიკვდილი ჰქონდა და, როგორც თავად აღწერს, სწორედ ამ დროს წარსდგა ზეციერის წინაშე. ხანდაზმული მოძღვარი ამტკიცებს, რომ კარგად ახსოვს რაც მოხდა: ჯერ ყოვლისმომცველი სინათლით იყო გარშემორტყმული, შემდეგ ზეცად აიჭრა და ღმერთს შეხვდა, რომელსაც როგორც ქალს აღწერს, რომელმაც დედობრივი სიყვარულით მიიღო.

"ღმერთი წმიდა მამა კი არა, წმიდა დედაა, მაგრამ ეს ნაკლებად მაღელვებს" - აცხადებს ონილი, რომელიც ექიმების თქმით, გონზე მოსვლის შემდეგ სავსებით ჯანმრთელი აღმოჩნდა. არადა, ვარაუდობდნენ, რომ პაციენტი ტვინის გარკვეულ დაზიანებას მიიღებდა. ონილი ღვთისმსახურების გაგრძელებას და ქადაგებას აპირებს, რომ სინამდვილეში წმიდა სამება: "დედა, ძე და სულიწმიდაა", თუმცა მისცემს თუ არა ამის უფლებას ადგილობრივი კათოლიკური ეკლესია, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

"ღმერთი დიდი და ყოვლისშემძლეა, თუნდაც ქალი იყოს" - ამბობს ონილი.
სტატიის წყარო:ambebi.ge