ვინ მფარველობს ეკა ყურშიტაშვილს და ვისი თხოვნით არ გავიდა ეთერში დაანონსებული გადაცემა?
ეკა ყურშიტაშვილი საქართველომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიცნო. ვიდეოები, რომლებშიც ლამაზმანისა და პატრულის უთანხმოებაა ასახული ინტერნეტსივრცეში ნამდვილ ჰიტად იქცა.
ეკა ყურშიტაშვილი წარმოშობით თელავიდანაა, ანუ როგორც თვითონ იტყოდა "made in Telavi". მისი დედ-მამა ერთმანეთს გაშორდნენ, გოგონებს კი ბებია ზრდიდა. ეკა უფროს დაზე 2 წლით უმცროსია და როგორც ამტკიცებს, მშობლები მის მიმართ გულცივობას იჩენდნენ. სკოლა თელავში დაამთავრა და "ადრე გათხოვებამ მოუწია", სამწუხაროდ ერთი თვის ორსულს ოჯახი დაენგრა. ეკა რთული არჩევანის წინაშე დადგა, ან სწავლა ან შვილი. ორსულმა უკრაინიში ფრჩხილებისა და თმის დაგრძელების შესწავლა დაიწყო, საღამოობით კი რესტორანში მიდიოდა სამუშაოდ. დღეს მისი იმედი 5 წლის ქალიშვილი, ცისიკოა.
ეკას მეორე ნახევარიც ჰყავს. როგორც თავად ამტკიცებს, რამდენიმე წლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, რის შემდგომაც ერთმანეთს დაშორდნენ, სკანდალური ვიდეოების გავრცელების შემდეგ კი კვლავ შერიგდნენ. ეკას თქმით, მისი მეორე ნახევარი საკმაოდ შეძლებული ადამიანია და ხშირად საკმაო თანხასაც აძლევს, რასაც საკუთარ შემოსავლებს ამატებს. სწორედ ასე მოახერხა ეკამ სახლისა და ავტომობილის შეძენა.
ეკა ყურშიტაშვილი გასულ ხუთშაბათს გადაცემა "პროფილის" სტუმარი უნდა ყოფილიყო, თუმცა დაანონსებული გადაცემა ეთერში არ გასულა. "რუსთავი 2"-ის შემოქმედებითი ჯგუფი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. თავად ეკა კი ამტკიცებს, რომ გადაცემა მისივე თხოვნით არ გავიდა ეთერში. "პროფილში" ჩემს პირადზე ვისაუბრე და შეყვარებულმა მთხოვა გადაცემა ეთერში არ გასულიყო, რადგან მას არ სურს ვინაობის გამჟღავნებაო.