სუსტი გულის ხალხმა არ ნახოთ! ამ კაცმა გაიარა 100 კილომეტრი თავში გაყრილი 30 სანტიმეტრიანი დანით

სუსტი გულის ხალხმა არ ნახოთ! ამ კაცმა გაიარა 100 კილომეტრი თავში გაყრილი 30 სანტიმეტრიანი დანით
ბრაზილიელმა მამაკაცმა მანქანით გაიარა 100 კილომეტრი ისე, რომ მას თავში 30 სანტიმეტრიანი დანა ჰქონდა გაყრილი. ეს და სხვა დაზიანებები მან მიიღო ბარში ჩხუბის შედეგად.
იგი საავადმყოფოში მივიდა დაახლოებით დილის ოთხის ნახევარზე და სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი რეანიმაციაში. სამ საათიანი ოპერაციის შედეგად, ქირურგების წყალობით იგი ცოცხალი გადარჩა, თუმცა არავინ იცის ჯერ, თუ რა ტრამვის და ზიანის დატოვება შეუძლია ამ ჭრილობას.
39 წლის ბრაზილიელმა ტაქსისტმა მიიღო 4 ჭრილობა დანით: თავში, მხარში და ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში.


მას ძალიან გაუმართლა, რადგან არცერთი სიცოცხლისთვის აუცილებეი ნერვი და ორგანო არ დაზიანებულა ჭრილობების შედეგად. ექიმების თქმით მის სიცოცხლეს საშიშროება აღარ ემუქრება და ძალიან მალე გამოჯანმრთელდება.