ანჯელინა ჯოლიმ თაყვანისმცემლის გამო დაიჩოქა
ოთხშაბათ დღეს 39 წლის მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ მიიღო მონაწილეობა ჯონ სტიუარტის ყოველდღიური გადაცემის გადაღებებში. სტუდიის გამოსასვლელთან მას ფანების არმია დახვდა. ანჯელინა ჯოლი შეჩერდა მათთან და გადაწყვიტა თითოეული მათგანისათვის მიეცა ავტოგრაფი. ერთ-ერთ თაყვანისმცემელი გოგონა სიხარულისა და დიდი ემოციის გამო პანიკაში ჩავარდა და ცუდად გახდა. ანჯელინა ჯოლი ბარდიულზე ჩამომჯდარ გოგონასთან მივიდა და ამშვიდებდა მას, ხოლო შემდეგ კი მუხლებზე დაჩოქილმა ხელში ფოტოაპარატი აიღო დ ახალგაზრდა გოგონასთან ერთად თავად გადაიღო რამდენიმე ფოტო. მსახიობის ამგვარმა საქციელმა ყველა იქ შეკრებილს ადამიანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.