2 კილომეტრი სიგრძის გვირაბი, რომელიც საიდუმლოებებითაა მოცული

2 კილომეტრი სიგრძის გვირაბი, რომელიც საიდუმლოებებითაა მოცული
სადღაც მოჰავეს უდაბნოში, ელ-პასოს რაიონში არსებობს ძალიან უცნაური გვირაბი, რომელიც 2087 მეტრი სიგრძისაა. უცნაური ის ფაქტია, რომ ამ გვირაბს არსად განსაკუთრებულ ადგილას არ მივყავართ. მისი არსებობის ერთადერთი მიზეზი ერთი უბრალო მამაკაცია სახელად ჰენრი შმიდტი. მან დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად გათხარა გვირაბი, რომლის არსებობასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და საერთოდ დანიშნულება არ გააჩნია.

2 კილომეტრი სიგრძის გვირაბი, რომელიც საიდუმლოებებითაა მოცული
მან 22 წელი მარტოობაში, ამ გვირაბის გათხრაში გაატარა. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ ჰენრი თავისი საქმიანობის შესახებ არავის უყვებოდა. კითხვაზე, თუ რატომ თხრითა იგი ამ უცნაურ გვირაბს მამაკაცი პასუხობდა "ეს არის უმოკლესი გზა", თუმცა სადამდე დღეს-დღეობითაც კი საიდუმლოებითაა მოცული.


შმიდტი გადავიდა კალიფორნიის უდაბნოში როდ-აილენდიდან მე-19 საუკუნის მიწურულს, ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით. გვირაბის თხრა მან დაიწყო 1902 წელს. იგი თხრიდა კირკის და მექანიკური დრელის მეშვეობით.


ამ რაიონში მცხოვრები ხალხის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს მამაკაცი უბრალოდ გიჟი იყო და თავადაც არ იცოდა, თუ რას აკეთებდა. იგი ძალიან ბევრჯერ დაშავდა გვირაბის გათხრების დროს ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებისას.


იყო დრო, როდესაც ადგილორივები მას "საოცრება შმიდტად" მოიხსენიებდნენ, ხოლო მოგვიანებით მან საკუთარ თავს "Burro" უწოდა, რაც ვირს ნიშნავს.
შმიდტის გვირაბი დღესაც დიდი ბურუსითაა მოცული. არავინ იცის, თუ რატომ გადაწყვიტა მამაკაცმა ამ გვირაბსი გათხრა, ან რას გულისხმობდა იგი "უმოკლეს ზაში".