მან საკუთარ ცოლთან ერთად 63 წელიწადი გაატარა და მისი სიკვდილიდან 20 წუთში გარდაიცვალა
უამრავი ადამიანი მიიჩნევს, რომ მარადიული სიყვარული მხოლოდ ზღაპრის პერსონაჟებს შეუძლიათ, თუმცა ჰენრი და ჟანეტ დელანჟების ისტორია სრულიად სხვა რამეს მოწმობს. დაკოტაში მცხოვრებმა წყვილა ერთად 63 ბედნიერი წელიწადი გაატარა. ჰენრიმ, რომელიც კორეის ომის ვეტერანი იყო, ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ ცოლად სიმპათიური მუსიკოსი შეირთო. მოსიყვარულე ცოლმა საკუთარ ქმარს 5 შვილი აჩუქა.
ნახევარ საუკუნეზე მეტი ჰენრი და ჟანეტი ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ მათი ისტორია დასასრულს არ მიუახლოვდა. 86 წლის ჰენრი, რომელიც პროსტატის სიმსივნეს ებრძოდა, მოხუცებულთა თავშესაფარში დღეში 3-ჯერ სტუმრობდა საკუთარ ცოლს, ჟანეტს, რომელიც ალცჰეიმერის დაავადებისგან იტანჯებოდა.
87 წლის ჟანეტის გარდაცვალების შესახებ შვილმა ჰენრის დაუყონებლივ ამცნო. ამ ამბის გაგებიდან 20 წუთში ჰენრიმ სუნთქვა შეწყვიტა.