როგორ დასაჯეს ამერიკის ყველაზე "სექსუალური" დამნაშავე

როგორ დასაჯეს ამერიკის ყველაზე "სექსუალური" დამნაშავე
გასული წლის ყველაზე სიმპათიური განსასჯელი ჯერემი მიქსი ციხეში 2 წელიწადს გაატარებს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც თავისი მაცდური გარეგნობის გამო, მილიონობით ინტერნეტმომხმარებლის გული დაიყრო, იარაღის უკანონო ტარებისთვის მოიხდის სასჯელს.

განაჩენის თანახმად, 31 წლის მაჩოს პატიმრობის გარდა აკრძალული პრეპატარებისადმი მიდრეკილებასთან ბრძოლაც მოუწევს - მას შესაბამისი 500-საათიანი პროგრამის გავლაც მიესაჯა.

მიქსი სოციალური ქსელის ვარკვლავი 2014 წლის ივნისში გახდა. ფოტომ, რომელიც მისი დაპატიმრების შესახებ ინფორმაციასთან ერთად პოლიციის ვებ-გვერდით გავრცელდა, მხოლოდ ერთ კვირაში 96 000 მოწონება და 12 000 კომენტარი დაიმსახურა. ფოტო ათასობით ადამიანმა გააზიარა და

მიქსი მალე სოც.ქსელის ვარსკვლავი გახდა. "ფეისბუქში" მისი ფანგვერდიც კი შექმნეს.

მოგვიანებით, მიქსმა სამოდელო სააგენტოებისგან მიიღო შეთავაზებები და ჰოლივუდის ორ აგენტთან კონტრაქტიც გააფორმა. ეს სამუშაო მას თვეში 30-100 ათას დოლარს მოუტანს.
სტატიის წყარო:Ambebi.ge