აშშ-ში ყავით დამწვარმა პოლიციელმა Starbucks-გან 50 ათასი დოლარი მოითხოვა
ამერიკის ერთ-ერთი ქალაქის როლის(კაროლინას შტატი) პოლიციელმა მეთიუ კორიმ (Matthew Kohr) სასამართლოში სარჩელი შეიტანა ყავის ქსელის Starbucks-ის წინააღმდეგ მას შემდეგ რაც ყავით დაიწვა. სადაო თანხა 50 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ინციდენტი 2012 წელს მოხდა. დაზარალებულის ცნობით, ყავის ჭიქას თავსახური მოძვრა და ცხელი ყავა მას მუხლებზე დაექცა. თუმცა პრობლემა დამწვრობით არ შემოიფარგლება. კორის სიტყვებით, დამწვრობამ მასში ისეთი ძლიერი სტრესი გამოიწვია, რომ მას დაავადება წამოეშვა, რომელმაც ის ნაწლავების ოპერაციამდე მიიყვანა.
სარჩელში აღინიშნება, რომ დაზარალებულის მეუღლე მელანიმ დაკარგა " თავისი ემოციური მხარდაჭერის წყარო, სოციალური ცხოვრების თანამგზავრი და ინტიმური აპრტნიორი".
თავის მხრივ Starbucks -ის ადვოკატმა აღნიშნა, რომ წელიწადში კომპანია ყიდის დაახლოებით ოთხ მილიარდ ყავის ჭიქას, რომელსაც აწამოებს International Paper და მისი არსებობის მანძილზე იყო დაფიქსირებული მხოლოდ 59 მზგავსი ინციდენტი.
ამასთანავე, როგორც Daily Mail იუწყება, ყავა რომელიც ასე უიღბლოდ დააქცია კორმა, მას უფასოდ ერგო. Starbucks-ის წამომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ამის გამო მას უფლება არ აქვს მოითხოვოს კომპენსაცია, რადგან მას არ შეუძენია ყავა. სასამართლოში ამ ფაქტსაც შეუძლია გავლენა იქონიოს საქმეზე.