14 წლის შემდეგ National Geographic-მა სვანეთში ტატა იპოვა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟურნალი National Geographic სოციალურ ქსელ instagram-ზე სვანეთში გადაღებული გოგონას ფოტოებს აქვეყნებს. ჟურნალის ფოტოგრაფმა, აარონ ჰიუიმ, 1999 წელს, სვანეთში მცხოვრებ პატარა გოგონას, ტატას ფოტო გადაუღო. ფოტოგრაფმა სვანეთში 2013 წელს კიდევ ერთხელ იმოგზაურა და გოგონა კვლავ იპოვა. ფოტოების გამოქვეყნებას National Geographic-ის გვერდზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე საათში ტატას ფოტომ 129 ათასზე მეტი მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა და შემდეგ ის ბევრმა მნახველმა გააზიარა.
მსგავსი ფოტოები National Geographic-მა ადრეც გამოაქვეყნა. 1985 წელს ჟურნალისტის ფოტოგრაფმა პაკისტანში, დევნილთა ბანაკში ავღანელ გოგონას ფოტო გადაუღო, გოგონას თვალებმა და სილამაზემ მთელი მსოფლიო აალაპარაკა.