მამაკაცი ყოველ დღე 34 კილომეტრს გადიოდა ფეხით, რათა სამსახურში მისულიყო - რაც შემდეგ მოხდა, გულგრილს ვერ დაგტოვებთ

მამაკაცი ყოველ დღე 34 კილომეტრს გადიოდა ფეხით, რათა სამსახურში მისულიყო - რაც შემდეგ მოხდა, გულგრილს ვერ დაგტოვებთ
1988 წელს დეტროიტში მცხოვრებ ჯეიმს რობერტსონს ავტომობილი გაუფუჭდა. მამაკაცი საათში მხოლოდ 10,55$-ს გამოიმუშავებს, რის გამოც, თავს უფლება არ მისცა ახალი ავტომობილი შეეძინა. ზედმეტი ფიქრის გარეშე, მან გადაწყვიტა სამსახურში ფეხით ევლო. ამასთან, იგი ოდნავადაც არ შეაშფოთა იმ აზრმა, რომ ყოველდღე 34 კილომეტრის გავლა მოუწევდა. ადგილობრივმა გაზეთმა მას სტატია მიუძღვნა, რომლის წაკითხვის შემდეგ 19 წლის სტუდენტმა, ევან ლიდიმ მისი დახმარება გადაწყვიტა. ევანმა საქველმოქმედო ფონდი დააარსა, სადაც ყველა მსურველს შეეძლო ფულის გადარიცხვა. ლიდის თქმით, იგი გააოცა ჯეიმსის საქციელმა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ბედს არ უჩიოდა. შედეგად, ფონდში 149 000-მა დოლარმა მოიყარა თავი. ამასთან, ერთ-ერთმა საავტომობილო კომპანიამ ბატონ რობერტსონს ავტომობილიც კი აჩუქა. ევანის თქმით, შეგროვილი ფულით, იგი ჯეიმსისთვის ბინის ყიდვას აპირებს, რომელიც მისი სამსახურის მახლობლად იქნება.
სტატიის წყარო:Ambebi.ge