მამაკაცმა მშობლების სახლში გვამი აღმოაჩინა და გადაწყვიტა 40 წლის საიდუმლოსთვის ფარდა აეხადა

მამაკაცმა მშობლების სახლში გვამი აღმოაჩინა და გადაწყვიტა 40 წლის საიდუმლოსთვის ფარდა აეხადა
მამაკაცი, 40 წლის განმავლობაში პირველად ავიდა მამის სახლის სხვენზე და წარმოუდგენელი აღმოჩენა გააკეთა, რომელმაც პოლიციელებიც კი გააოცა.
გერმანელმა 33 წლის მამაკაცმა, რომლის სახელი არ მჟღავნდება, უბრალოდ გადაწყვიტა, მცირე რემონტი ჩაეტარებინა, მაგრამ რაღაც საშინელს გადაეყარა. სხვენში ქალის ჩონჩხი აღმოაჩინა, რომელიც ისლითა და ფოთლებით იყო დაფარული.



მან მყისიერად დარეკა პოლიციაში, რათა უჩვეულო აღმოჩენის თაობაზე ემცნო. პოლიციამ გამოძიების ჩატარების შედეგად დაადგინა, რომ ცხედარი 1977 წელს უგზოუკვლოდ დაკარგულ 28 წლის ქალს ეკუთვნის.

3 შვილის დედა სახლიდან 3 მილის დაშორებით ცხოვრობდა. ჭორების თანახმად, მას ფსიქიური აშლილობა ჰქონდა.

პოლიციის თქმით, იგი 1976 წელსაც დაიკარგა, მაგრამ 6 კვირის შემდეგ ტყეში იპოვეს. ქალის მეუღლე 4 წლის წინ გარდაიცვალა.
”ეს ძალიან უჩვეულო აღმოჩენაა” - განაცხადა პოლიციელმა ბილდმა.

მაგრამ პოლიციელებს არ სჯერათ, რომ აქ რაიმე ბინძური საქმე დატრიალდა და მამაკაცის მამას რაიმე წვლილი მიუძღვის ამ სიკვდილში.
”ჩვენი ვარაუდით, ქალი უბრალოდ წამოწვა, ჩაეძინა და გაიყინა”.

პოლიციელები დარწმუნებული არიან, რომ ქალის სიკვდილის შემდეგ პირველი ადამიანი, ვინც სხვენზე ავიდა, იყო სწორედ ეს მამაკაცი.

რა თქმა უნდა, 40 წლის შემდეგ შეუძლებელია დადგენა, რამდენი დღე იცხოვრა ქალმა სხვენზე, სანამ გარდაიცვლებოდა.