მამაკაცმა დაფაზე რამდენიმე დოლარი მიამაგრა და შუა ქუჩაში დადგა, ხოლო რაც შემდეგ მოხდა - გასაოცარია!

მამაკაცმა დაფაზე რამდენიმე დოლარი მიამაგრა და შუა ქუჩაში დადგა, ხოლო რაც შემდეგ მოხდა - გასაოცარია!
გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად სურაც არაა საჭირო მილიონი დოლარის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვა. თქვენი ყოველდღიურობა და ცხოვრების სტილი შესაძლოა იქცეს სიკეთის გამოვლინებად. არსებობს შემთხვევები, როდესაც საშუალო ფენის წარმომადგენელ ადამიანებს გაჭირვებულების დახმარების დიდი სურვილი აქვთ, თუმცა არ იციან, თუ როგორ გააკეთონ ეს...



ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულმა ჯგუფმა გადაწყვიტა ერთი ძალიან საინტერესო და უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარება. ქალაქ სან-დიეგოს ყველაზე ცოცხალ ნაწილში მათ დადგეს სპეციალური დაფა, რომელსაც თავზე შემდეგი წარწერა ამშვენებდა: ''აიღეთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ და გაეცით იმდენი, რამდენის საშუალებაც გაქვთ''.



არც თუ ისე მოშორებით ახალგაზრდებმა დაამონტაჟეს ფარული კამერა, რათა დაეფიქსირებინათ გამვლელთა რეაქციები. გამვლელების მცირე ნაწილმა დაფიდან სულ რამდენიმე დოლარი აიღო, თუმცა ადამიანების უმრავლესობამ ქველმოქმედების სურვილი გამოიჩინა და თავად მიამაგრა ფულის კუპიურები საქველმოქმედო დაფაზე. სულ რაღაც 45 წუთში სტენდზე ცარიელი ადგილი აღარ დარჩა...



როდესაც ფულით სავსე დაფას უსახლკარო მამაკაცმა ჩაუარა და დაფიდან არცერთი დოლარი არ ჩამოხსნა, აქციის ორგანიზატორები მივიდნენ მასთან გამოსალაპარაკებლად:

- ''ნუთუ არ გესაჭიროებათ რამდენიმე დოლარი?'' - ჰკითხა მას ერთ-ერთმა მოხალისემ.

- ''მთლად ასეც არ არის. დღეს მე უკვე დავნაყრდი, ხოლო ქალაქში უამრავი სხვა გაჭირვებული ადამიანია, რომელსაც ეს ფული ჩემზე მეტად ესაჭიროება. მე ხარბი არ ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქალაქში მსგავსი რამ ხდება და ეს სრულიად საკმარისია. შესაძლოა, ხვალ ვისარგებლო თქვენი საქველმოქმედო აქციით'' - უპასუხა უსახლკარო მამაკაცმა.