ხალების რუკა - გაიგეთ ადამიანის ხასიათი მისი ხალის მიხედვით

ხალების რუკა - გაიგეთ ადამიანის ხასიათი მისი ხალის მიხედვით
ჩვენს დროში ხალების პოპულარულობა იმაზე ნაკლებია ვიდრე შუა საუკუნეებში. პირიქითაც კი არის იმის, გამო რომ ხალი შესაძლოა მავნებელ დაავადებად მელანომად გადაიქცეს, ამის გამო ექიმები ხშირად იძლევიან მათი მოშორების რეკომენდაციას, ხოლო ზოგიერთზე კი დაკვირვებაა მიზანშეწონილი. მიუხედავად ამისა ხალხს მაინც ჯერა ძველი თქმულების "რაც უფრო მეტი ხალი აქვს ადამიანს -მით უფრო ბედნიერია ის". ისინი ცდილობენ თავიანთი მომავალი ან გარემოცვის ხასიათი ამოიცნონ იქიდან გამომდინარე თუ სად აქვს ხალი.

მნიშვნელობა აქვს ფორმასაც და ფერსაც. ხდება ისეც რომ რამოდენიმე ხალი ქმნის რაღაც ფიგურას.ბედნიერება არ მოაქვს კვადრატის ან ვარსკვლავის, ჯვრის ფორმას. ხოლო სამკუთხედის ფორმას პირიქით ბედნიერება მოაქვს.

ხალები ყოველთვის საშიში არ არის. ხშირ შემთხვევაში მათ სახეს განსაკუთრებულობას ანიჭებენ და მეტიც მათ მიხედვით შეგვიძლია ამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი.




1. "მესამე თვალის", შვას თვალის ცნობილი წერტილი. ის ვისაც ამ ადგილას აქვს ხალი, ფლობს უსასრულო ინტუიცია, აქვს განვითარებული გონება და მისტიკური განათლებისკენ მიდრეკილება.

2. ვნებიანი, ბუტია, ადვილად გაღიზიანებადი ადამიანი.

3. პოეტური ნატურა, მიდრეკილია ინტელექტუალური პროფესიებისადმი.

4. ეს ხალი - ღრამა სიყვარულის და მეუღლესადმი ერთგულების დამადასტურებელია, ასევე მგრძნობიარობისა და გულუხვობის.

5. ცვალებადი, ჩახლართული ტემპერამენტი და ხანმოკლე რომანი.

6. მოგზაურობების მოყვარული, ფანტაზია და ხელოვნება.

7. დაუსაბუთებელი ეჭვიანობა, უმართავი ეგოიზმის ხასიათი

8. უსაზღვრო მგრძნობიარობა. ოჯახური ცხოვრება გაჯერებულია განცდებით.

9. იმაში, რაც ეხება სიყვარულს, მიდრეკილია უსაფუძვლო დანაშაულის გრძნობისკენ და ჩხუბისკენ.

10. კარგი მეხსიერება, დიპლომატიურობა, რეალისტობა.

11. გართულებული სასიყვარულო ურთიერთობების და ყველაფერი აკრძალულის შეცნობის სურვილი.

12. ჩახლართული სენტიმენტალური კავშირები, ეს ადამიანი მთლიანად ეძლევა ვნებას.

13. ხშირი ჩხუბი და მალე შერიგება. ხორციელი სიყვარული ჭარბობს პლატონურს.

14. ამაღლებული და მისტიკური გონება, ყველაფრისადმი სიყვარული და ყველასგან გამორჩეული ბედი.

15. დამოუკიდებლობა, მოგზაურობისა და სიამოვნების სიყვარული.

16. დედობის(მამობის) გამძაფრებული სურვილი, გულუხვობა, ერთგულება.

17. მაცდური, შოკისმომგვრელი ქცევებისკენ და სკანდალური მოვლენებისკენ მიდრეკილება. მრავალფეროვნების სიყვარული, თუმცა ქორწინებას სერიოზულად ეკიდება.

18. მგრძნობიარობის გამარჯვება ყველა დანარჩენ დადებით თვისებაზე. ფანტაზია და ორიგინალურობა.

19. ეჭვიანობისადმი მიდრეკილება, ერთადერთი და დიდი სიყვარულის გამძაფრებული სურვილი.

20. რთული ხასიათი, მიდრეკილება დეპრესიაზე.

21. ინტელექტუალურ და სასიყვარულო სფეროში ცვალებადი. არეული ურთიერთობები.

22. ხაზგასმული ეროტიზმი, სექსუალურობა და ღალატი.

23. ნათელი გონება, თანმიმდევრულობა. სულიერი და მატერიალური განვითარების ნებასურვილი.

24. სუსტი ფსიქიკა და ჯანმრთელობა, დაუცველობა.

25. ტრადიციული, მყარი ოჯახის შექმნის სურვილი. ურთიერთობაში გაწონასწორებული და საყვარელი ადამიანი. მშვიდი ცხოვრების მოყვარული და კონსერვატიული შეხედულებებისკენ მიდრეკილება.






ქალის სხეულზე ხალის მნიშვნელობა.
მკერდზე: თუ ხალი მარჯვენა მხარესაა, მისი მნიშვნელობაა - თქვენ ხშირად გადადიხართ ერთი უკიდურესობიდან მეორეში. თქვენი ცხოვრება შედგება აღმაფრენებისგან და დაცემებისგან. თუ ხალი მარცხენა მხარესაა ეს მიანიშნებს დიდსულოვნებაზე და ცოტა დაუფიქრებელ ხასიათზე.

ტანზე: ხალი მიანიშნებს შვილების სიმრავლეზე. რაც უფრო მსხვილია ხალი მით უფრო მრავალრიცხოვანია თქვენი შთამომავლობა.

მხრებზე: თქვენ იღბილიანი ხართ. მარცხენა მხარზე ხალის მნიშვნელობა - ფინანსური სირთულეები.

მაჯაზე: მუქი ხალის მნიშვნელობა - საინტერესო კარიერა, ბედნიერება, სიმდიდრე.

ხელზე: თქვენ გაქვთ ნიჭი რომელსაც თქვენთვის წარმატება და ბედნიერება მოაქვს.

ხელის გულზე: დამოუკიდებელი, შრომისმოყვარე, ენერგიული.



მამაკაცის სხეულზე ხალის მნიშვნელობა

შუბლზე: მაჯვენა მხარეს მდებარე ხალის მნიშვნელიბა- დიდება და ბედნიერება.

ყურებზე: თქვენ არაფერი გაწუხებთ

კისერზე: თუ ხალი განთავსებულია გვერდიდან, მისი მნიშვნელობაა- თქვე გელით რთული ცხოვრება. ხალი წინიდან - თაბრუსდამხვევი კარიერის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.

ნიკაპზე: თქვენ ყველა პატივს გცემს.

ყბაზე: ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის ან ცხოვრების არეული წესის მიმანიშნებელია, განსაკუთრებით თუ ხალი მარცხენა მხარესაა.

მხრებზე: თქვენი ცხოვრება სავსეა სირთულეებით, მაგრამ თქვენ როგორც ხარი ისი მუშაობთ.

ნეკნებთან: მარჯვენა მხარეს - გადაწვეტილების მიღებასთან სირთულეები. თქვენ ხშირად იქცევით არატაქტიკურად. ხალი მარცხენა მხარეს - ამ თვისებების კომპესირება ხდება იუმორის გრძნობის ხარჯზე.

წელზე: თქვენ ღია და კეთილსინდისიერი ადამიანი ხართ, მაგრამ ბუზღუნისადმი გაქვთ მიდრეკილება.

ფეხებზე: მერყეობა

დუნდულებზე: მიდრეკილია უსაქმურობასა და დათმობებზე.

ტერფებზე: თუ ხალი ორივეზეა თქვენ გიყვართ მოგზაურობა. თუ მხოლო მარჯვენაზე -თქვენ ოცნებებს ახდენა არ უწერია, თუ მარტო მარცხენაზე - თქვენ მახვილგონიერი და მეოცნებე ადამიანი ხართ.