3 ”ალქაჯისეული” ხალი: განლაგება და მნიშვნელობა

3 ”ალქაჯისეული” ხალი: განლაგება და მნიშვნელობა
თანამედროვე სამყაროში ადამიანები თითქმის არ აქცევენ ყურადღებას ხალებს, თუ ისინი არ აწუხებენ. არავინ დაფიქრებულა. რას შეიძლება ნიშნავდეს ხალების განლაგება სხეულზე. აღმოჩნდა, რომ ასე ყოველთვის როდი იყო! ევროპაში შუასაუკუნეებში ხალის გამო შეიძლება კოცონზეც დაეწვეთ! რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებს სწამდათ, ხალები - ალქაჯის ნიშანია. რა თქმა უნდა, ისეთები რომლებიც თვალსაჩინო ადგილებზეა. იმ დროს აუცილებლად ალქაჯად მოგნათლავდნენ. სპეციალისტების თქმით, ხალის ქონა ისეთ ადგილებში, რომლებზეც დღეს მოგითხრობთ, მიუთითებს იმაზე, რომ პარანორმალური ძალა გაგაჩნიათ.

ხალი ზედა ტუჩთან

საშიში ხალი! მისი მფლობელები ხშირად ჰიპნოზის ნიჭით არიან დაჯილდოვებული, შეუძლიათ ადამიანების იოლად დარწმუნება. გათვალვაც შეუძლიათ, მათ სიტყვას დიდი ძალა აქვს და მატერიალიზირდება. თუ ასეთ ადამიანს გააბრაზებთ, შეიძლება ეს თქვენზე ნეგატიურად აისახოს.

ხალი მუხლზემოთ

ასეთ ადამიანებს ძალიან ძლიერი ენერგეტიკული კავშირი აქვთ სხვა სამყაროს ძალებთან. ხშირად ხედავენ სიზმრებს, რომლებიც ხდება. თუ ამ ადამიანს გარდაცვლილი დაესიზმრება, ეს შესაძლოა გარკვეული ნიშანი იყოს, რომელიც უნდა გაიშიფროს. თუ ამ ნიჭს განავითარებთ, შეიძლება მაგიის სფეროში ბევრი რამ ისწავლოთ.

ხალი საფეთქელზე

ასეთი ხალის მფლობელებს გაუმართლათ, რადგან მათ ძალიან კარგი ინტუიცია აქვთ. წინასწარ გრძნობენ, სად ელით წარმატება და რას უნდა ერიდონ. კიდევ ერთი თვისება - შეუძლიათ გამოავლინონ ტყუილი, ამიტომ მათ ცხოვრებაში უძნელდებათ, რადგან ნებისმიერ წვრილმანს ამჩნევენ.