პატარა ნახვრეტი ყურთან. რას ნიშნავს იგი და რატომ ჩნდება?

პატარა ნახვრეტი ყურთან. რას ნიშნავს იგი და რატომ ჩნდება?
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ზოგიერთ ადამიანს რაღაც თანდაყოლილი იშვიათი ნიშნები აქვს. ეს შეიძლება იყოს ხალი, ნაწიბურები, ან სხვა თავისებურებანი. რთული ასახსნელია, რატომ ხდება ასე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება! ერთ-ერთი ასეთი ნიშანი გახლავთ პატარა ნახვრეტი ყურთან. მას მეცნიერულად ბიბილოს ფისტულა ეწოდება.

ერთი შეხედვით, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს ჩვეულებრივი ხალი ან პირსინგის კვალია. მაგრამ ეს ასე არ არის. ეს პატარა ნახვრეტი ნაყოფის ფორმირების დროს ჩნდება. ეს, შესაძლოა, მემკვიდრეობითჳ იყოს, ამიტომ, თუ მშობლებს ასეთი ნახვრეტი აქვთ, შეიძლება შვილებსაც გადაეცეთ.

ასეთი ნახვრეტი სირად კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებში გვხვდება. მთლიანობაში, იგი მსოფლიოს მოსახლეობის 1-10%-ს აღენიშნება. მათი იერსახე ყოველთვის მსგავსი არ არის.


ვერ იტყვი, რომ ეს ფისტულა საშიშია, მაგრამ მასში შესაძლოა ინფექციები განვითარდეს. ქირურგიული ჩარევა ამ შემთხვევაში დასაშვებია, ამიტომ სურვილისამებრ შეგიძიათ ამ ნიშნისგან გათავისუფლდეთ.

ხშირად, ნახვრეტი მარჯვენა მხარეს აღინიშნება, ზოგიერთ ადამიანს კი ორივე ყურთან. არსებობს ცრურწმენა, თითქოს ეს სიმდიდრის მიმზიდველი ნიშანია.

მოკლედ, თუ ასეთი ნიშანი გაქვთ, თამამად შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ განსაკუთრებული ადამიანი ხართ!