როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი ვიზუალურად
რაც არ უნდა ბევრი ვისაუბრთ იმაზე, რომ მამაკაცში მთავარი ვიზუალური მონაცემები არ არისო, ქალბატონები მაინც თავდაპირველად ყურადღებას ძლიერი სქესის წარმომადგენლების გარეგნობას აქცევენ. ამ მხრივ, ისინი თავდაპირველ შეფასებებს აკეთებენ მათზე. მართალია შეხედულებები სილამაზეზე აბსტრაქტული და მეტად სუბიექტურია, მაგრამ ნამდვილი მამაკაცი აუცილებლად კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში უნდა იყოს. საუკეთესო შემთხევაში იდეალურ ფიზიკურ მდგომარეობაში იგულისხმება, იდეალურად განვითარებული კუნთები. ხოლო სხვა შემთხვევაში, როგორც უმცირესი, მამაკაცს არ უნდა ჰქონდეს ლუდის სმისგან გაბერილი ღიპი და უნდა შეეძლოს გარკვეული წონის ტვირთის უპრობლემოდ და წუწუნის გარეშე ტარება.