როგორ და რა კომპლიმენტები უნდა ვუთხრათ საყვარელ მამაკაცს
მცდარი მოსაზრებაა, თითქოს კომპლიმენტების მოსმენა მხოლოდ ქალებს სიამოვნებდეთ. მამაკაცებსაც უყვართ მათი მისამართით გამოთქმული საქებარი სიტყვები.
განსაკუთრებით სასიამოვნო მოსასამენია ეს საყვარელი ქალისგან. გახსოვდეთ, რომ სწორად წარმოთმული ქათინაური საუკეთესო იარაღია ბრძენი და საყვარელი ქალის ხელში.
პირველი ფრაზა, რომლის მოსმენაც ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთნაირად სიამოვნებთ, სიყვარულის ახნაა. უთხარით საყვარელ მამაკაცს, რომ გიყვართ და ნურც იმას დაუმალავთ, რამდენად ძლიერად და გაგიჟებით.
ფრაზები: ”შენ ჩემი რაინდი ხარ”, ”ჩემი საყვარელი ბიჭი”, ”შენ ყველაზე საუკეთესო, ძლიერი და ჭკვიანი ხარ” - საოცრად მოქმედებს, როგორც ჭკვიან მამაკაცებზე, ასევე ყველა დანარჩენზე. მთავარია, რომ ამას გულით ამბობდეთ და თქვენი საყვარელი მამაკაცი თქვენთვის შეუძლებელს შეძლებს.
აუცილებლად შექეთ მამაკაცი, როცა რაიმეს გაგიკეთებთ. ვის არ ესიამოვნება საყვარელი ქალისგან ფრაზები: ”ოქროს ხელები გაქვს”, ”ნამდვილი ოსტატი ხარ, ვერავინ შეგედრება”?!.
აუცილებლად შეუქეთ გონებრივი მონაცემები: ”ძალიან ჭკვიანი ხარ”, ”ინტელექტუალი ხარ”, ”შენნაირი გენიოსი სანთლით საძებნელია”. თქვენი მამაკაცი ჭკვიანი რომც არ იყოს, ყველანირად ეცდება ასეთი გახდეს.
მამაკაცი ბავშვობიდან ცდილობს სხვებისაგნ გამორჩეული იყოს. ამიტომ ყოველთვის აღნიშნეთ მისი სიმამაცე და სიძლიერე.
ქალი სიამოვნებით ისმენს მის სილამაზესთან დაკავშირებულ ქათინაურებს და არც მამაკაცები არიან გამონაკლისები. შეუქეთ ლამაზი თვალის ჭრილი, ვნებიანი ტუჩები, ძლიერი მხრები, რომელიმე მაინც.
მამაკაცს ცხოვრების მთავარი მონაპოვარი, განძი უწოდეთ. უთხარით, რომ აფასებთ მას. მოუყევით, როგორ გსიამოვნებთ მის გვერდით ყოფნა, თუმცა, არასდროს შეადაროთ ყოფილებს. დელიკატურად უთხარით, რომ ყველაზე საუკეთესოა და იმ თვისებების ჩამოთვლაც არ დაგავიწყდეთ, რის გამოც აფასებთ და გიყვართ.
დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ კომპლიმენტი ისეთ მამაკაცს უნდა უთხრათ, ვინც მართლა შექების ღირსია და ვისაც თავში არ აუვარდება. სხვა შემთხვევაში, კომპლიმენტებით განებივრებული, ცხვირაწეული მამაკაცის ღრუბლებიდან მიწაზე დაშვება ძალიან გაგიჭირდებათ.