ეს კომპანია გადაგიხდით 13000 დოლარს, თუ მოისაქმებთ მის ტუალეტში

ეს კომპანია გადაგიხდით 13000 დოლარს, თუ მოისაქმებთ მის ტუალეტში
ნამდვიალდ უცნაურად და დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამება. კომპანია "Openbiome" იყენებს ჯანმრთელი ადამიანის განავალს იმ ხალხის სამკურნალოდ, რომლებიც იტანჯებიან ნაწლავური დაავადებებისაგან.

კომპანია მზად არის გადაგიხადოთ 40$ მათ საპირფარეშოში ერთჯერადად მოსაქმებისთვის.

ეს კომპანია გადაგიხდით 13000 დოლარს, თუ მოისაქმებთ მის ტუალეტში
რაც უფრო ხშირად ესტუმრებით მათ საპირფარეშოს, მით უფრო დამძიმდება თქვენი საფულე.


თუ თქვენ მოისაქმებთ მათ ტუალეტში 5-ჯერ 1 კვირის განმავლობაში, თქვენ დამატებით მიიღებთ 50 დოლარს. თუ თქვენ ამას გააკეთებთ მთელი წლის მანძილზე, თქვენ გამოიმუშავებთ 13000 დოლარს.


რეგისტრატურაში მოხვედრის შემდეგ თქვენ მოგიწევთ პატარა კითხვარის შევსება, რომელიც ანალოგიურია სისხლის ან სპერმის ჩაბარების დროს შესავსები კითხვარისა. თუ მათ თქვენი პასუხები მოეწონებათ, უკვე შეძლებთ მთავარ ეტაპზე გადასვლას და კომპანიის ტუალეტში მოსაქმებას. ყოველივე ამის შემდეგ, ისინი შეამოწმებენ თქვენს განავალს, მოგთხოვენ სისხლის ანალიზების ჩატარებას და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტენ, ფასობს, თუ არა თქვენი განავალი რამედ.

კომპანია "OpenBiome" მდებარეობს მედფორდში, მასაჩუსეტის შტატი, აშშ.