IMDB-ის გამოკითხვით, ოსკარის ნომინანტ ფილმებში "მანდარინები" ლიდერობს
კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა - IMDB-ის ვებრგვერდზე ოსკარზე ნომინირებული ფილმების შესახებ ონლაინ-გამოკითხვა მიმდინარეობს. კითხვაზე თქვენი აზრით, რომელი ფილმი მიიღებს ოსკარს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში, ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ 3086 ხმით ლიდერობს.
გამოკითხვაში მეორე ადგილზეა რუსეთის მიერ წარდგენილი ფილმი „ლევიათანი“, (157 ხმა) რომელმაც უკვე მოიპოვა „ოქროს გლობუსი“, მესამე ადგილზეა „იდა“ (პოლონეთი, 126 ხმა), მეოთხე ადგილზე Wild Tales (არგენტინა, 69 ხმა) და მეხუთე ადგილს კი „ტიმბუკტუ“ (მავრიკია, 37 ხმა) იკავებს.
"მანდარინები" 2013 წელს გადაიღეს. ფილმის პროექტმა 2012 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და "ევრიმაჟის"- ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის, ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა. ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიალი 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება.