როგორ გამოვიყენოთ პრეზერვატივი: გავრცელებული შეცდომები
სქესობრივ ცხოვრებას თანამედროვე საზოგადოებაში ახალგაზრდები იწყებენ 17-18 წლიდან. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ მათგან ყველამ არ იცის კონტრაცეპტივების, მათ შორის პრეზერვატივის სწორი გამოყენებაც. თუმცა შეცდომებს არა მხოლოდ მოზარდები უშვებენ. ჩატარებულ იქნა მრავალჯერადი გამოკვლევები მთელი მსოფლიოს მაშტაბით პრეზერვატივის სწორ გამოყენებაზე. აღმოჩნდა, რომ უმეტესობა საკმარისად აკონტროლებს თავის მოქმედებებს სქესობრივი აქტის დროს.fpaparazzi წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს მათ შორის რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს.
გვიანი გამოყენება
გამოკითხულების 17-50% თქვეს, რომ პრეზერვატივს მას შემდეგ გამოიყენებენ რაც სქესობრივი აქტი უკვე დაიწყო. სხვა გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ კონტრაცეპტივების გვიანი გამოყენება ფიქსირდება 1,5 -24,% სექსუალური კონტაქტების დროს. ეს ხდება არა იმის გამო, რომ ხალხმა არ იცის, როგორ გამოიყენოს პრეზერვატივი, არამედ უფრო იმის გამო, რომ არ აქცევენ საჭირო ყურადღებას ინფექციით დაავადების შესაძლო საფრთხეს.
ნაადრევი მოშორება
13-დან 44,5% ადამიანებისა რომელიც გამოკვლევებში იღებდა მონაწილეობას, პრეზერვატივს მანამდე იშორებდენ სანამ სასქესო აქტი დასრულდებოდა. სხვა გმაოკვლევებმა აჩვენეს, რომ პრეზერვატივის ნაადრევი მოშორება 1,4-26,9% შემთხვევაში ხდება.
პრეზერვატივის გაშლა გამოყენებამდე
დაახლოებით 2,1- 25,3% ამბობს, რომ მთლიანად გაშალეს პრეზერვატივი მანამ სანამ მას მოიხმარდენ.
სპერმის კონტეინერის არ არსებობა
პრეზერვატივის წვერზე ადგილის არ ქონა, მაშასადამე სპერმისთვის საჭირო რეზერვუარის არ ქონა, მიუხედავად იმისა თუ სად ტარდებოდა გამოკითხვები, გმაოკითხულთა 24,3-45,7% უშვებს ამ შეცდომას, იმის გამო რომ არ იცოდენ პრეზერვატივის გამოყენება.
ჰაერის დატოვება პრეზერვატივში
ქალების დაახლოებით ნახევარი (48%) და 41-6% მამაკაცებისა ამბობს, რომ სექსუალური აქტის დროს პრეზერვატივის წვერი ჰაერისგან არ გაუნთავისუფლებიათ.
რესპოდენტების 4-30% ამბობს, რომ პრეზერვატივი უკუღმა გაუკეთებიათ, შემდეგ კი ამოუბრუნებიათ, რითაც პოტენციურად თავიანთ პარნიორებს ბიოლოგიურ სითხეებისგან ზემოქმედების რისკის ქვეშ აყენებენ. პრეზერვატივის გამოყენების არ ცოდნა არ ანთავისუფლებს მეწყვილის მიმართ პასუხისმგებლობისგან.
პრეზერვატივის ბოლომდე არ გაშლა
ქალების- 11,2 % და მამაკაცების - 8,8% იწყებდენ სასქესო აქტს მანამ სანამ პრეზერვატივი მთელს სიგრძეზე იქნებოდა გაშლილი.
ბასრი საგნით ზემოქმედება
დაახლოებით 2,1-11% ხსნიდა პრეზერვატივის შეფუთვას ბასრი საგნით, რითაც საფრთხის ქვეშ აყენებდა ლატექსის სიმთელეს.
პრეზერვატივის დაზიანებაზე არ შემოწმება
მათ შორის ქალების - 82,7% და მამაკაცების 74%-ს პრეზერვატივს დაზიანებებზე არ ამოწმებს გამოყენებამდე.
შეზეთვის არ არსებობა
გამოკითხვის 16-25% პრეზერვატივს შეზეთვის გარეშე გამოიყენებდა, რაც პრეზერვატივის დაზიანების საფრთხეს ზრდის.
არასწორი დაზეთვა
სქესობრივი აქტის დროს, სექსუალური კონტაქტების დაახლოებით 4,1% ადამიანებისა, იყენებდენ ზეთის მაგიერ ლატექსზე დაფუძნებულ ზეთს, რამაც შეიძლება პრეზერვატივის სიმყარე დააზიანოს. ქალების დაახლოებით 3,2% და მამაკაცების 4,7% აღიარებს ამ შეცდომას.
არასწორი მოხსნა
ეაკულაციის შემდეგ პრეზერვატივის არათანმიმდევრული და არასწორი მოხსნა აღიარებულია ჩვეულებრივ შეცდომად, რომელიც დაახლებით 57% შემთხვევებში ხდება. ხოლო სხვა გამკითხვაში ქალების -32% და მამაკაცების 27% უშვებენ ამ შეცდომას.
პრეზერვატივის მრავალჯერადი გამოყენება
გამოკითხულთა 1,5-3,5% გამოუყენებიათ ნახმარი პრეზერვატივი, მინიმუმ ორჯერ.
არასწორი შენახვა
გამოკითხული ხალხის 3,4-19,2% ინახავს პრეზერვატივს ისეთ პირობებში, რომელიც შეფუთვაზე მითითებულ რეკომენდაციებს ცდება.
მაშინ როდესაც დაცვის გამოყენებას 98% დადებითი შედეგი აქვს, შეცდომებმა შესაძლოა გაზარდონ დაზიანების, გაჟონვის ან მოქმედების სხვა დარღვევის რისკი პრეზერვატივებისთვის.
პრეზერვატივის სწორი გამოყენების წესები..........
ერთი შეხედვით, პრეზერვატივს სწორად გამოყენება, იოლი ამოცანაა და ალბათ ყველა თვლის, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ასე ნამდვილად არ არის.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პრეზერვატივების არაეფექტურობის კოეფიციენტი შიდსის დროს - 20%-მდე, გონოკოკური და ქლამიდიოზური ინფექციების და ტრიქომონოზის დროს - 30%-მდე, გენიტალური მიკოპლაზმის დროს - 20%-მდე, გენიტალური ჰერპესის დროს - 70%-მდეა.
არასასურველი ფეხმძიმობისა და სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვის მიზნით გამოყენებული პრეზერვატივების არაეფექტურობის მიზეზი სამ ძირითადი პოზიციას ეყრდნობა:
1) პრეზერვატივის არასწორი გამოყენება.
2) პრეზერვატივის მექანიკური დაზიანება-გახევა და დაცურება.
3) პრეზერვატივის კედლების (მემბრანის) გამტარიანობის დარღვევა ვირუსებისა და ბაქტერიებისათვის.
პრეზერვატივების სწორი გამოყენებაუძლიერესი ელექტრონული აპარატურით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეზერვატივებზე არსებობს 1000 ნანომეტრამდე დიამეტრის ნასვრეტები (ღიობები) (მაგალითისთვის ქლამიდიის სხეულის ზომა 300 ნმ-ია). ამ ფაქტის შესახებ რატომღაც დუმილს ამჯობინებენ.
სერიოზული კვლევები ლატექსზე არსებულ ღიობებსა და სქესობრივი ინფექციების გავრცელებას შორის კავშირზე არ არსებობს.
ჩატარებული სტატისტიკური და ექსპერიმენტალური კვლევები ამტკიცებენ, რომ პრეზერვატივი არ იძლევა ფეხმძიმობისგან და ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვის 100%-იან გარანტიას.
თუმცა პრეზერვატივის სწორი გამოყენება რისკების ფაქტორს მინიმუმამდე ამცირებს.
- სანდო პრეზერვატივები• შეიძინეთ მხოლოდ ცნობილი ფირმების პრეზერვატივები.
• შეიძინეთ მხოლოდ აფთიაქებში (ნუ შეიძენთ დახლებზე მზის ქვეშ, რადგან პრეზერვატივისთვის საჭიროა განსაზღვრული ტენიანობა და ტემპერატურა).
• აუცილებლად შეამოწმეთ გამოყენების ვადა, თუ მის გასვლამდე ნახევარ წელზე ნაკლებია დარჩენილი, უმჯობესია ასეთი პრეზერვატივი არ შეიძინოთ.
• შეამოწმეთ შეფუთვა (ხომ არ არის ფოლგა დაზიანებული).
• გახსენით ფოლგის ერთი მხარე ისე, რომ არ დააზიანოთ პრეზევატივი (ნუ გახსნით მას მაკრატლით და სხვა მჭრელი საგნებით. მართალია პრეზერვატივი მკვრივია, მაგრამ ის შეიძლება ადვილად დაზიანდეს ფრჩხილით ან საიუველირო ნაკეთობით).
• ნუ გამოიყენებთ პრეზერვატივს, რომლის შეფუთვის ჰერმეტულობაში ეჭვი გეპარებათ.
• გამოიყენეთ პრეზერვატივი მხოლოდ ერთჯერადად.
• გაიკეთეთ პრეზერვატივი მხოლოდ ერექციის მიღწევის შემდეგ. იგი სასქესო ორგანოს მთელს სიგრძეზე თანაბრად უნდა იყოს განაწილებული. ეს ხელს შეუშლის პრეზერვატივის დაზიანებას მისი გამოყენების მომენტში.
• პრეზერვატივი აუცილებლად გაიკეთეთ უშუალოდ სექუალური აქტის წინ. არ დაუშვათ მის გაკეთებამდე თქვენი სასქესო ორგანოს კონტაქტი პარტნიორის სხეულთან და სასქესო ორგანოებთან, არც აქტის წინ და არც მისი დამთავრების შემდეგ.
• პრეზერვატივის გაკეთების დროს სპერმის რეზერვუარს დააჭირეთ ცერა და საჩვენებელი თითი ისე, რომ აუცილებლად გამოიდევნოს ჰაერი (ჰაერის არსებობამ შეიძლება პრეზერვატივის გასკდომა გამოიწვიოს). მიიტანეთ სასქესო ორგანოსთან და ისე, რომ არ გაუშვათ ხელი, ნელ-ნელა, ბოლომდე ჩამოაცვით ფუძის მიმართულებით.
• ყურადღება მიაქციეთ, რომ პრეზერვატივი გეკეთოთ მთელი სექსუალური აქტის განმავლობაში, თუ იგრძენით, რომ იგი ჩამოცურდა, მოიხსენით და სექსუალური აქტის გაგრძელებამდე გაიკეთეთ ახალი.
• ნუ გამოიყენებთ ორ პრეზერვატივს, ეს უფრო მეტად ვერ დაგიცავთ, ხოლო ორი რეზინის ერთმანეთთან ხახუნის დროს, მათი დაზიანების რისკი საგრძნობლად იზრდება.
• ნუ გაპოხავთ პრეზერვატივს მცენარეული, ცხოველური, კულინარიული ან კოსმეტიკური ცხიმებით. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, გამოიყენეთ მხოლოდ წყლის ბაზაზე დამზადებული საპოხი საშუალებები.
• მოიხსენით პრეზერვატივი სექსუალური აქტის დამთავრებისთანავე, დაახმარეთ ხელი, დააჭირეთ ის პრეზერვატივს ფუძესთან და ისე გამოიღეთ (გვიან მოხსნის შემთხვევაში ერექციის დაცემის შემდეგ ის შეიძლება დაცურდეს და ხელიდან გაგისხლტეთ).
• მოხსნის შემდეგ ისე, რომ სპერმა არ დაიღვაროს, პრეზერვატივი მოათავსეთ ნარჩენებისათვის განკუთვნილ ადგილზე, ნუ ჩააგდებთ მას უნიტაზში.
• პეზერვატივის მოხსნის შემდეგ ხელები თბილი, საპნიანი წყლით დაიბანეთ.
• პრეზერვატივების უმრავლესობა, დამზადებულია ნატურალური ლატექსით, რომელიც ადამიანთა გარკვეულ რაოდენობაში ალერგიულ რეაქციას იწვევს, ამიტომ თუ აქტის დასრულების შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებები გექნათ, აუცილებელად მიმართეთ ექიმს.
• ზოგიერთ ადამიანში, სპერმიციდები, რომლითაც გაპოხილია პრეზერვატივი, ლორწოვანი გარსის დაზიანებასა და წვას იწვევს, ამიტომ თუ ასეთი სიმპტომები შენიშნეთ, მიმართეთ ექიმ-დერმატოლოგს.
პს. კონტრაცეპციის არც ერთი მეთოდი არ იძლევა ფეხმძიმობისგან, შიდსისა და სხვა ინფექციური დაავადებებისგან დაცვის 100%-იან გარანტიას.
მხოლოდ პრეზერვატივების სწორად გამოყენებას შეუძლია ეს რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს.