20 ყველაზე მაღალანაზღაურებადიანი პოპ ვარსკვლავი 2014 წელს

20 ყველაზე მაღალანაზღაურებადიანი პოპ ვარსკვლავი 2014 წელს
ჟურნალი "ფორბსი" ყოველი წლის ბოლოს ტრადიცულად აქვეყნებს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადიანი პოპ ვარკსვლავების სიას. მათი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს კონცერტები, ჩანაწერების გაყიდვები, სარეკლამო კონტრაქტები და ა.შ.

20. როჯერ ვოთერსი - 46 მილიონი დოლარი.
როჯერმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი საქმეებს ყოფილი პარტნიორების "Pinks Floyd"_ის ჯგუფის წარმომადგენლების გარეშე და თავისი საკონცერტო ტურნედან იშოვა დაახლოებით 46 მილიონი დოლარი.



19. The Rolling Stones – 47 მილიონი დოლარი.
მათი დებიუტიდან უკვე გავიდა დაახლოებით ნახევარი საუკუნე. მათი შემოსავალი თითო კონცერტიდან შეადგენს დაახლოებით 10 მილიონს. 2014 წელს მათი შემოსავალი შეადგენს 47 მილიონ დოლარს.



18. რიანა - 48 მილიონი დოლარი.
რიანასათვის 2014 წელი საკმაოდ წარმატებული და სარფიანი გამოდგა. მისი შემოსავალი ამ წელს შეადგენს 48 მილიონ დოლარს.



17. მაიკლ ბუბლი - 51 მილიონი ამერიკული დოლარი.
მაიკლი გახლავთ ახალგაზრდა წარმატებული და პერსპექტიული ვოკალისტი. იგი თითო კონცერტიდან უკვე იღებს დაახლოებით მილიონ დოლარს. მისი შემოსავალი 2014 წელს შეადგენს 51 მილიონ დოლარს.



16. ფინქი - 52 მილიონი დოლარი.
ფინქი არც ისე ხშირად იღებს მონაწილეობას რეკლამებში და ძალიან იშვიათად იბეჭდება მისი სურათები ჟურნალების ყდებზე, თუმცა ამ ფაქტმა მას ხელი არ შეუშალა საკმაოდ დიდი თანხის გამომუშავებაში.



15. ჯასტინ ტიმბერლეიკი - 57 მილიონი დოლარი.
ჯასტინი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია. გარდა იმისა, რომ ის ნამდვილად წარმატებული მომღერალია, იგი კარგი მსახიობიცაა და აქვს საკუთარი ბიზნესი რესტორნის სახით, ასევე მას აქვს ტანსაცმლების საკუთარი ქსელი.



14. Jay Z – 60 მილიონი დოლარი.
მისთვის 2014 წელი შესაძლოა საუკეთესო ვერა, მაგრამ ერთ-ერთი წარმატებული და სარფიანი წელი გამოდგა.



13. დიდი - 60 მილიონი დოლარი.
ცნობილი რეპერი დღეს-დღეობით ძალიან იშვიათად გამოდის სცენაზე. იგი შემოსავალს იღებს არაყი "Ciroc"_ის რეკლამებში გადაღებებით.



12. ბრუნო მარსი - 60 მილიონი დოლარი.
ამ წელს ახალგაზრდა მომღერალი მთავარი შემოსავლის წყარო გახლდათ საკონცერტო ტური "Mooshine Jungle Tour".



11. ტეილორ სვიფტი - 64 მილიონი დოლარი.
ჟურნალმა "Billboard" 2014 წელი დაასახელა ტეილორ სვიფტის წლად. დიდი ვარაუდია იმისა, რომ მომავალ წელს ტეილორი ამ სიის ტოპ ათეულში მოხვდეს.



10. Toby Keith – 65 მილიონი დოლარი.
გარდა კონცერტებისა, ტობის შემოსავლის წყაროს შეადგენს რესტორნების ქსელი.



9. Calvin Harris – 66 მილიონი დოლარი.
იგი გახლავთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებადიანი დიჯეი მსოფლიოში, რომელიც ქმნის ჰიტებს რიანასათვის და სხვა ვარსკვლავებისათვის.



8. Paul McCartney — 71 მილიონი დოლარი.
პაული გახლავთ ყველაზე უფროსი ვარსკვლავი მათ შორის, ვინც ამ სიაში მოხვდა. 72 წლის პაულის შემოსავალი 2014 წელს შეადგენს 71 მილიონ დოლარს. მისი საშუალო შემოსავალი ერთი კონცერტიდან გახლავთ 3,5 მილიონი დოლარი.



7. One Direction – 75 მილიონი დოლარი.
ახალგაზრდა ბიჭებისაგან შემდგარი ჯგუფისათვის ეს წელი განსაკუთრებით სარფიანი აღმოჩნდა. მათ კონცერტებით, ალბომების გაყიდვებით და პეპსის რეკლამაში მონაწილეობით მოაგროვეს 75 მილიონი დოლარი.



6. ჯასტინ ბიბერი - 80 მილიონი დოლარი.
რაც უფრო მეტია სკანდალი, მით მეტია შემოსავალი. ეს თეორია ჯასტინის შემთხვევაში ნამდვილად გამართლდა. 2014 წელი მის კარიერაში გახლავთ ყველაზე სარფიანი და შემოსავლიანი.



5. Bruce Springsteen – 81 მილიონი დოლარი.
მისი ბოლო ტურის პერიოდში, ბრიუსი თითო კონცერტიტად იღებდა დაახლოებით 4 მილიონ დოლარს.



4. Bon Jovi – 82 მილიონი დოლარი.
საკონცერტო ტურის "Because We Can" წყალობით მათი შემოსავალი 2014 წელს შეადგენს 82 მილიონ დოლარს.



3. The Eagles – 100 მილიონი დოლარი.
მეგა წარმატებული ტურის "History Of The Eagles" დამსახურებით ამერიკელმა ვეტერანებმა 2014 წელს გამოიმუშავეს 100 მილიონი დოლარი.



2. Beyoncé – 115 მილიონი დოლარი.
2014 წელი აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული ბიონსეს კარიერაში.



1. Dr. Dre – 620 მილიონი დოლარი.
მუსიკოსმა და პროდიუსერმა ამ წელს პირველი ადგილი დაიკავა ყველაზე მაღალანაზღაურებადიან მუსიკოსებს შორის. მისი შემოსავალი შეადგენს 620 მილიონ დოლარს, რაც თითქმის 6 ჯერ აღემატება მეორე ადგილოსნის შემოსავალს.