შეცვალეთ ძვირად ღირებული კოსმეტიკა სამზარეულოში არსებული პროდუქტებით
ჩაი - პოლიფენოლს, რომელსაც ჩაი დიდი რაოდენობით შეიცავს, გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. სახის ფერი რომ გაიუმჯობესოთ და სიმკვრივე დაიბრუნოთ, მოადუღეთ ნატურალური ჩაი (ერთჯერადი არ გამოდგება), შეაგრილეთ და ათქვეფილ ცილაში ჩაუმატეთ.
კარგად მოურიეთ და მიღებული ნარევი სახეზე წაისვით, 10-15 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მარილი - სუფრის მარილი საუკეთესო საშუალებაა ქუსლების დასარბილებლად. ამისათვის ნახევარი ჭიქა მარილი გახსენით თბილი წყლით სავსე თასში; კარგად მოურიეთ და ჩაყავით მასში ფეხები. შემდეგ თბილი წყალი გადაივლეთ და კარგად შეიმშრალეთ.
მსხვილი მარილი კი ფეხისგულებიდან გარქოვანებულ კანს მოგაშორებთ. ამისათვის ნამიან ღრუბელზე დაყარეთ მსხვილი მარილი და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიხეხეთ ფეხები. პროცედურის დასრულების შემდეგ ფეხებზე მკვებავი კრემი წაისვით.
საფუარი - მდიდარია "ბე" ჯგუფის ვიტამინებით, კურნავს ანთებით პროცეს და აკნეს წარმოქმნას უშლის ხელს. საფუვრიანი ნიღბის მოსამზადებლად 2 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი უნდა გახსნათ თბილ რძეში. ფაფისმაგვარი მასა უნდა მიიღოთ. თუ ძალიან სქელი გამოგივიდათ, ისევ რძით გაათხელეთ. მიღებული ნარევი წაისვით სახეზე. ნიღაბი კარგად უნდა შეგაშრეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კოვზები - თვალების ქვეშ ჩაშავებული უპეების მოშორებაში დაგეხმარებათ. შეინახეთ კოვზები საყინულეში რამდენიმე საათით. გამოიღეთ და ერთი წუთით მიიდეთ უპეებზე. პროცედურის დასრულების შემდეგ კანი თვალის გარშემო აკურატულად დაიმასაჟეთ.