ინგლისური მარილი - კურნავს ნერვულ აშლილობას, ტკივილს, აჯანსაღებს კუნთოვან ქსოვილებს, ებრძვის კანის პრობლემებს...
ინგლისური მარილი მაგნიუმის და სპილენძის დიდი რაოდენობით შემცველობით ხასიათდება, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა სამკურნალოდ. ეს მინერალი ფართო გამოყენებით ხასიათდება. კერძოდ, იგი კურნავს ნერვულ აშლილობას, ტკივილს, აჯანსაღებს კუნთოვან ქსოვილებს, ებრძვის კანის პრობლემებს, კურნავს ყელის ტკივილს და ხველას, უებარი საშუალებაა დეტოქსიკაციის დროს. გარდა ამ ყველაფრისა, ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში.
- თუ სხეულის რომელიმე ნაწილი დაგიზიანდათ მინით ან სხვა ბასრი საგნით და კანში ჩარჩენილი გაქვთ ნამსხვრევები, ინგლისური მარილის საფენი უებარი წამალია. გახსენით წყალში, დაასველეთ ნაჭერი და დაიდეთ დაზიანებულ ადგილას. მარილი დაარბილებს კანს და ნამსხვრევებს კანის ზედაპირზე ამოდევნის.
- ორის სუფრის კოვზი ინგლისური მარილი გახსენით წყალში, დაასველეთ ნაჭერი და დაიდეთ დალურჯებულ ადგილას. სილურჯე მალე უკვალოდ გაქრება.
- ინგლისური მარილი უებარი საშუალებაა მკვდარი კანის მოსაშორებლად. თქვენს კანის მკვებავს დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, კარგად აურიეთ შეიზილეთ კანზე და 5 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- იმისათვის, რომ მოგეხსნათ თავის ტკივილი და დაძაბულობა, აავსეთ აბაზანა ცხელი წყლით, ჩაყარეთ მარილი და ჩაწექით. დაღლილობა და თავის ტკივილი უკვალოდ გაქრება.
- ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი ინგლისური მარილი ჭიქა წყალში და დალიეთ. ეს კონცენტრატი აღადგენს წყლის და მინერალების ბალანსს ორგანიზმში.