ამ მოწყობილობამ ათასობით ქალის სიცოცხლე იხსნა - უმარტივესი პრობლემები გამაოგნებელი შედეგებით

ამ მოწყობილობამ ათასობით ქალის სიცოცხლე იხსნა - უმარტივესი პრობლემები გამაოგნებელი შედეგებით
მთელ მსოფლიოში უამრავი ქალია, რომლის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცული არ არის. ქალები უფრო მეტად ექცევიან სხვადასხვა რისკის ქვეშ, მათ შორის, აივ/შიდისის დაავადების, მალარიის, პნევმონიის, სექსუალური ძალადობის თუ გენდერული უუფლებობის. ბევრი პრობლემა ღრმა კულტურულ-ტრადიციული სიღრმიდან მომდინარეობს და მათ წინააღმდეგ ბრძოლას ათწლეულები სჭირდება, სამაგიეროდ უმარტივესი პრობლემებიც კი გამაოგნებელი შედეგებით სრულდება. აღმოჩნდა, რომ ისეთი ბუნებრივი მოვლენაც კი, როგორიც მენსტრუაციაა, მსოფლიოში უამრავი ქალისთვის უზარმაზარი დაბრკოლებების შემქნელია. თავის არასწორი მოვლის გამო მათი ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება.
კენიაში ერთი შეკვრა ჰიგიენური საფენი 1 დოლარამდე ღირს. ეს შეიძლება მინიმალურ თანხად მოგეჩვენოთ, თუმცა საშუალო კენიელის დღიური შემოსავალი მხოლოდ 1,5 დოლარია, ანუ ქალებს ამ საფენების შესაძენი ფული არ აქვთ.
უფულობის გამო ადგილობრივი ქალები და გოგონები კრიტიკულ დღეებში საფენების მაგივრად ფოთლებს, გაზეთებს, ჩვრებს, ლეიბის ნარჩენებს იყენებენ. გარდა იმისა, რომ ეს მეთოდები ვერ იცავს, სერიოზული ინფექციების წყარო ხდება. აღარაფერს ვამბობთ დისკომფორტზე.

ამ მოწყობილობამ ათასობით ქალის სიცოცხლე იხსნა - უმარტივესი პრობლემები გამაოგნებელი შედეგებითაფრიკელი ქალებისთვის ამ საშინელი ვითარებიდან გამოსავლად სილიკონის ფინჯნები იქცა. ეს ჭურჭელი მრავალჯერადი გამოყენებისაა. ის მენსტრუალიურ სითხეს კი არ შეიწოვს, არამედ აგროვებს. გავსების შემდეგ ჭურჭელის გაასუფთავებენ და ისევ გამოიყენებენ. მისი შენახვის ვადა მთელი... 10 წელია. საფენებისგან განსხვავებით, არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, მათ არავითარი უკუჩვენება არ გააჩნიათ და გაცილებით სასარგებლონი არიან ქალის ჯანმრთელობისთვის. ყოველ შემთხვევაში, მათ მესამე მსოფლიოს ქალების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალეს და ბოლო დროს ბევრ სხვა ქვეყანაშიც არის აპრობირებული.





სილიკონის ფინჯნები მოზარდი გოგონების ცხოვრებაზეც დიდი გავლენას მოახდენს. მათ სკოლებში უკვე დაურიგეს ეს ნივთები და გამოყენებაც ასწავლეს.
ჩვენთვის ეს ბანალური საკითხია, აფრიკელ ქალებს კი არჩევანი არ აქვთ. ეს ჭურჭელი მათთვის ჯანმრთელობის და შეიძლება, სიცოცხლის დამატებითი შანსიც გახდეს.
სტატიის წყარო:Mshoblebi.ge