სენსაცია - ორსულობის შესახებ 23 წლის ქალმა მშობიარობის დაწყებამდე ერთი საათით ადრე შეიტყო

კროპასის განცხადებით, იგი არც კი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა ორსულად ყოფილიყო.
ამერიკის ქალაქ უეიმუტის მცხოვრებმა კატერინა კროპასმა საავადმყოფოს ზურგის მწვავე ტკივილის გამო მიმართა. გასინჯვის შემდეგ ექიმებმა იგი სასწრაფოდ საოპერაციოში გააქანეს - როგორც აღმოჩნდა ქალს მშობიარობა დაეწყო.
"მათ გამსინჯეს და სამშობიარო პალატაში გამაგზავნეს... მე 10:15 საათზე გავიგე, რომ ორსულად ვარ, ხოლო ელი 11:06 საათზე დაიბადა," - აცხადებს 23 წლის კატერინა.
კროპასის განცხადებით, იგი არც კი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა ორსულად ყოფილიყო, რადგან ფეხმძიმობის არანაირი ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო ბოლო 3 თვეში წონის მატებას იგი საჭმლის დიდი რაოდენობით მიღებას აბრალებდა.
აღსანიშნავია, რომ პატარა ელი, რომელიც დაბადებისთანავე პოპულარული გახდა, აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა, მიუხედავად იმისა, რომ დედას არანაირი კონსულტაცია და გამოკვლევა არ ჩაუტარებია.