ნამდვილი პინოქიო: პატარა, რომელსაც ტვინი ცხვირში აქვს მოთავსებული
პატარა ოლი ტრეიზისი დაიბადა უიშვიათესი გადახრით, რომლის გამოც მისი ტვინის ნაწილი ცხვირშია ფორმირებული, რაც განპირობებულია თავის ქალაზე არსებული ბზარებით. დედამ ბავშვს ''ნამდვილი პინოქიო'' უწოდა, რადგან ამ გადახრის გამო პატარა ნამდვილად ჰგავს მულტფილმის პერსონაჟს.
დღესდღეობით პატარა 21 თვისაა და მას უკვე უამრავი ოპერაცია გაუკეთეს, რათა შეძლებოდა თავისუფლად სუნთქვა.
20 კვირის ოლი დედის მუცელში. ფეხმძიმობის სწორედ ამ ეტაპზე უთხრეს ექიმებმა დედას, რომ შეიმჩნეოდა ცხვირზე განვითარებული უცნაური ქსოვილები.
''როდესაც ექიმებმა ჩემი პატარა ხელებში ჩამიწვინეს, იმდენად გავვოცდი, რომ მეტყველების უნარი დავკარგე'' - ამბობს დედა.
მოგვიანებით გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვს აღენიშნებოდა უიშვიათესი დეფექტი, რომელიც აიძულებს ტვინს, წარმოქმნას სპეციალური ბალიშები თავის ქალის სხვადასხვა ხვრელებში და გაიზარდოს იქ.
ექიმებმა შეშინებულ დედას უთხრეს, რომ საჭირო იყო ოპერაციის ჩატარება, რომელიც პატარას თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მისცემდა.
2014 წლის ნოემბრის თვეში წარმატებული ოპერაციის წყალობით, რომელიც 2 საათს გრძელდებოდა, პატარას მოკვეთეს ცხვირზე გამოზრდილი ბალიში ტვინის სითხესთან ერთად.
ოლის 22 წლის დედა, ემი პული, ამბობს, რომ ადამიანები უარყოფითად არიან განწყობილები პატარას მიმართ და ამბობენ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ იგი ამ ქვეყანას საერთოდ არ მოევლინებოდა.
დღესდღეობით ოლი აბსოლიტურად გამოჯანმრთელდა. პატარას ძალიან უყვარს აუზში ცურვა და საკუთარ 4 წლის დასთან თამაში.