ნინა სუბლატის პოლიტიკური განაცხადი "ევროვიზიის" პრესკონფერენციაზე
"ევროვიზიის" პირველი ნახევარფინალის შემდეგ, 20 მაისს პრესკონფერენცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა ფინალში გადასულმა 10-მა კონკურსანტმა მიიღო. მათ შორის იყო ნინა სუბლატი. საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის შეკითხვაზე: "არის თუ არა საქართველო მებრძოლი ქვეყანა" (მოგეხსენებათ, ნინას საკონკურსო სიმღერის სახელწოდება Warrior, ითარგმნება, როგორც "მებრძოლი"), ქართველმა მომღერალმა, შეიძლება ითქვას, ხმამაღალი პოლიტიკური განაცხადი გააკეთა:
"ხშირად მესმის კითხვა: რატომ "მებრძოლი", რატომ არის სიმღერის სახელწოდება "მებრძოლი". ალბათ, უცნაურია, რომ 20 წლის გოგონა ასე აზროვნებს და იმაზე ფიქრობს, რომ იყოს მებრძოლი, იყოს ფემინისტი. საქართველოს მართლა აქვს ბრძოლის მიზეზი. ჩვენი ქვეყანა პატარაა და ბევრი ცდილობს ჩვენ განადგურებას. ძნელია იმის სიტყვებით ახსნა, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის მებრძოლი სული, იმიტომ, რომ ჩვენ უკვე საუკუნეებია ვიბრძვით. ეს ისტორიაა, ეს არ არის მარტივი შეკითხვა".