ემოციური შეხვედრა პატრიარქთან: "ნიჭიერის" სმენადაქვეითებული მომღერლების სიმღერამ ილია მეორე აატირა

ემოციური შეხვედრა პატრიარქთან: "ნიჭიერის" სმენადაქვეითებული მომღერლების სიმღერამ ილია მეორე აატირა
"თქვენ ხართ ბედნიერები, თქვენ ჰყვარებიხართ უფალს" - ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში შეხვედრაზე მისულ "ყრუთა კავშირის წევრებს" და ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

საქართველოს ყრუთა კავშირის თავმჯდომარე ამირან ბატატუნაშვილმა უწმინდესს მადლობა გადაუხადა მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ამ დღეს ძალიან დიდხანს ელოდნენ. მისივე თქმით, წერილობით მიმართა საპატრიარქოს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამოყოფილიყო ადგილი და შესაძლებლობა ყოფილიყო, სმენადაქვეითებულებისთვის ჩატარებულიყო წირვა-ლოცვა. მისივე თქმით, მამა გიორგიმ შეძლო, შეესწავლა ჟესტების ენა, რათა მოესმინა სმენადაქვეითებულთა და ყრუთა აღსარებები, მათი სულიერი გზა სწორად წარემართა. სამებაში უკვე მეოთხე წელია, მიმდინარეობს წირვა-ლოცვა მათთვის გასაგებ ენაზე.

შეხვედრა ემოციური გამოდგა არა მხოლოდ სტუმრებისთვის, არამედ პატრიარქისთვისაც. "ნიჭიერის" მონაწილეებმა - კოკა მუმლაძემ და ნინო დევიძემ ჟესტების ენაზე შეასრულეს სიმღერა, რის შემდეგაც უწმინდესმა მკერდიდან მოიხსნა ღვთისმშობლის ოქროს ხატი და მათ უსახსოვრა.

სტატიის წყარო:palitratv.ge