იღბლიანმა გოგონამ მიიღო მოულოდნელი საჩუქარი მულტიმილიარდელი ბილ გეითსისგან

იღბლიანმა გოგონამ მიიღო მოულოდნელი საჩუქარი მულტიმილიარდელი ბილ გეითსისგან
ბილ გეითსი რეგულარულად იღებს მონაწილეობას ონლაინ-აქციაში, რომლის მთავარი იდეაც მდგომარეობს შემდეგში: გახდე ვიღაცის ფარული თოვლის ბაბუა. ამ წელს გაუმართლა 25 წლის გოგონას ნიკით calid7, რომელიც სისტემამ ავტომატურად, სრულიად შემთხვევით ამოირჩია.

იღბლიანმა გოგონამ საჩუქარი თვით ბილ გეითსისგან მიიღო. საიდუმლო თოვლის ბაბუამ გოგონას ჩაფხუტი აჩუქა, რომელზეც იგი ოცნებობდა მას შემდეგ, რაც პირველად "თორს" უყურა და ასევე აფრიკის ილუსტრაციების წიგნი, სადაც გამგზავრებაზე calid7 ოცნებობს. გარდა ამისა მულტიმილიარდელმა გოგონას სახელით გადარიცხა საკმაოდ დიდი თანხა ფონდში, რომელიც უზრუნველყოფს გაჭირვებული ბავშვების კეთილდღეობას.