ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ყველასთვის საყვარელი ფილმის - "სამი კაკალი კონკიასათვის" მსახიობები დღეს. დაუჯერებელია, რომ უკვე 44 წელი გავიდა...

ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ყველასთვის საყვარელი ფილმის -  "სამი კაკალი კონკიასათვის"  მსახიობები დღეს. დაუჯერებელია, რომ უკვე 44 წელი გავიდა...
თუ ვილაპარაკებთ ფილმზე, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან, უმრავლესობას მაშინვე გაახსენდება "ბედის ირონია, ანუ გაამოთ." მაგრამ აი გერმანიაში, 2012/2013 წლის საშობაო დღესასწაულებზე 14 ჯერ აჩვენეს ფილმი სამი "კაკალი კონკიასათვის." დიახ, სწორედ ის ზღაპარი, რომელიც ასე უყვარს ყველას.

ფილმი ეკრანზე გამოჩნდა 1973 წელს. იგი გახლდათ გდრ-ისა და ჩეხოსლოვაკიის კინემატოგრაფების ერთობლივი ნამუშევარი. მას შემდეგ გავიდა 44 წელი, ჩვენ კი გადავწყვიტეთ მოგითხროთ იმაზე, თუ რა ბედი ეწიათ ფილმში მონაწილე მსახიობებს.



ლიბუშე შაფრანკოვა, 63 წლის

ამ მსახიობს დამსახურებულად უწოდებენ ჩეხური კინოსა და ტელევიზიის დედოფალს. იგი დღემდე მონაწილეობს ფილმებში, სერიალებში და ჯერ არ ფიქრობს კარიერის დასრულებაზე.



პაველ ტრავნიჩეკი, 66 წლის

მშვენიერი პრინცის როლის შემსრულებელი მსახიობი დღემდე დიდების მორევში ცურავს. ტრავიჩეკი სიამოვნებით ურთიერთობს თავის თაყვანიცმცემლებთან. დღემდე მონაწილეობს ფილმებსა და სერიალებში. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, იგი დაქორწინებული იყო ოთხჯერ. მას ჰყავს 3 ვაჟიშვილი, ორი მათგანი უკვე დიდები არიან, ხოლო მესამე ამ წლის დასაწყისში მოევლინა ქვეყანას.



კაროლა ბრაუნბოკი

დედინაცვლის როლის შემსრულებელი მსახიობი 1978 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა. იგი 54 წლის გახლდათ...



დანიელა გლავაჩოვა, 71 წლის

დედინაცვლის ღვიძლი შვილის როლის შემსრულებელი მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში 2008 წლამდე. დღეს მას საკუთარი ხელოვნების სკოლა აქვს პრაღაში.



ჰელენა რუჟიჩკოვა

ძალიან ცნობილი ჩეხი მსახიობი, რომელიც მონაწილეობდა 70-ზე მეტ ფილმში. იგი ასრულებდა პრინცესა დრობენას როლს. გარდაიცვალა სიმსივნით 2008 წელს 67 წლის ასაკში.



როლფ ჰოპე, 86 წლის

მეფის როლის შემსულებელი დღემდე თამაშობს თეატრში, ასევე დაკავებულია დუბლირებით ტელევიზიასა და რადიოში.



კატრინ ლეში

რაც შეეხება დედოფლის როლის შემსრულებელს, დღემდე უცნობია რას საქმიანობს იგი. 2013 წელს მან მცირე კომენტარი გააკეთა ფილმის შესახებ, მაგრამ არანაირი დამატებითი ინფორმაცია მისი ცხოვრების შესახებ არაა ცნობილი.



რაც არ უნდა იყოს, ფილმი საოცარი გამოვიდა. სურათი დემონსტრირებს სიყვარულის დღესასწაულს. საუკეთესო მსახიობების შერჩევა გახდა ფილმის წარმატების საწინდარი.

ვფიქრობ, ჩვენ კიდევ მრავალი წელი ვისიამოვნებთ ამ ცოტა მიამიტი, მაგრამ ლამაზი სიუჟეტით. ფილმი მართლაც საოცარი გამოვიდა!