"მთვრალი ჰოროსკოპი" – როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს

"მთვრალი ჰოროსკოპი" – როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს
პარასკევი დათრობის და დროსტარების საუკეთესო მიზეზია, რადგან წინ დასვენების ორი დღე გელით. თუ ძველ მეგობრებთან ერთად აპირებთ დათრობას, მათი ხასიათი კარგად გეცოდინებათ, მაგრამ თუ - ახლობლების ან უცნობების წრეში, დალევამდე უმჯობესია, ზოდიაქოს ნიშანი ჰკითხოთ, რათა იცოდეთ, რასთან გექნებათ საქმე. წვეულებაზე წასვლამდე კი "მთვრალი ჰოროსკოპი" წაიკითხეთ.

"მთვრალი ჰოროსკოპი" – როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს
საკუთარ თავში ჩაკეტილი და ფრთხილი თხის რქის დათრობა არც ისეთი ადვილი საქმეა, მაგრამ თუ ეს მოახერხეთ (30 ჭიქის შემდეგ მაინც), იგი კამპანიის გული და სული გახდება. მანდილოსნებს კომპლიმენტებით აავსებს, მამაკაცებს კურიოზებითა და ანეკდოტებით გაართობს. თუმცა, ფრთხილად იყავით, რამდენიც უნდა დალიოს, თხის რქა მეხსიერებას არასდროს დაკარგავს და ნაბახუსევზე წვეულების დეტალებიც კი სრული სიზუსტით ემახსოვრება.


მთვრალი მერწყული გადატრიალებას მოახდენს. მას შეუძლია ლექსების წერა, ხატვა, რევოლუციის მოწყობა და ახალი რელიგიის შექმნაც კი. თუმცა ასეთი მერწყული არავის უნახავს, ისევე, როგორც მთვრალი მერწყული, რადგან როგორც კი სიმთვრალის ზღვარს მიუახლოვდება, გამოაცხადებს: "დასაძინებლად მივდივარ" და... მიდის.


თუ თევზმა დალია, მოერიდეთ;თუ თევზმა ბევრი დალია, დაემალეთ. თუ ვერ მოახერხეთ, თქვენ გელით ემოციების ყველაზე მძაფრად გამოვლინება. შეუძლია ოთახის ყოველ კუთხეში იტიროს, რადგან იგი არავის უყვარს და ებრალება. ორ წუთში კი მელანქოლიის შეტევა გადაუვლის და შეიძლება სკამზე შემომჯდარმა "იჯირითოს"კიდეც. პარალელურად კი, ყველასათვის ცნობილ ანეკდოტებს მოჰყვება პირველ პირში, რომელიც ვითომ გუშინ გადახდა.


პირველი წესი: არასდროს დალიოთ ვერძთან ერთად. თუ გამოუვალ სიტუაციაში ხართ, გვერდით მოისვით მერწყული, რომელიც დროულად დაგიხსნით ვერძისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დილით შეიძლება ლას-ვეგასში გაგეღვიძოთ, დაქორწინებულს ან პოლიცია დაგდევდეთ და მეზობლები დანანებით გიყურებდნენ. ვერძი კი გაოცებული იქნება: სულ ცოტა დავლიეთ და ეს რა მოუვიდაო. ხოლო, თუ თავად ხართ ვერძი, გახსოვდეთ, ადამიანებს უცნაური ფიზიოლოგია აქვთ, მათ ალკოჰოლური სასმელებისგან თრობა ახასიათებთ.


მთვრალი კურო ყოველთვის ფხიზლად მოგაჩვენებთ თავს. კუროს ოქროს წესი აქვს: ცხოვრებისგან მიიღოს ყველაფერი და რაც შეიძლება ბევრი. ეს ეხება ფულს, სექსს, ალკოჰოლსაც... თუ კუროსთან ერთად აპირებთ დალევას, სასმლის ნახევარი გადამალეთ, თორემ, მთვრალი კურო გაანადგურებს ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება, მათ შორის, თქვენთან ურთიერთობასაც.


მთვრალი ტყუპი - ეს არის გამოცანა, ორი არსებიდან რომელი იქნება მთავარი. ტყუპის ერთი გამოვლინება შეიძლება მხიარული, ამყოლი იყოს, მეორე - მოწყენილი, ქვეყნიერებაზე გაბრაზებული. მეორე ტყუპის გამოვლინების შემთხვევაში საკუთარ თავზე, გარეგნობაზე ბევრ საინტერესოს გაიგებთ. იგი აგრეთვე "გასწავლით"პრობლემების მოგვარებას. დილით კი გულგრილად გამოგიცხადებთ: "გაგიჟდი? რაზე ბრაზდები, მე ხომ მთვრალი ვიყავი?!."


კირჩხიბის რეალური ბუნების გაცნობა გსურთ, დაათვრეთ იგი. ეს მეთოდი იმ შემთხვევაშიც გაჭრის, თუ მასთან სექსი გსურთ, ის კი მორიდებით გარიდებთ თავს. თუმცა, მზად იყავით, რომ მეორე დღეს კირჩხიბი ისევ მორცხვ არსებად იქცევა და შეიძლება მელანქოლიაშიც ჩავარდეს წინა დღეს მომხდარი ამბების გამო.


მთვრალი ლომი ფხიზელი ლომისგან არაფრით განსხვავდება. თუმცა, ფხიზელი დროდადრო შესვენებას მაინც აკეთებს გამარჯვებებსა და თავგადასავლებს შორის. ხოლო მთვრალი გამარჯვებებსა და თავგადასავლებს ისე აბამს ერთმანეთს, რომ სათვალავი ერევა. მთვრალი ლომი მილიონჯერ მოსმენილ ამბავს - "რა მაგარი და გენიალური ვარ" წვეულებაზე კიდევ რამდენჯერმე მოჰყვება, რადგან ან ახალგაცნობილებს არ ეცოდინებათ მისი "გმირობები", ან შემოსწრებულებს.


სრულიად გაუგებარია, რატომ სვამს ქალწული? შეიძლება იმისთვის, რომ ცოტათი მაინც მოდუნდეს და არ იყოს მკაცრი, დეტექტივ-კრიტიკოსი. იგი აუცილებლად გადის თრობის სამ ეტაპს: "მთვრალი ვარ"(პირველი ჭიქის შემდეგ), "ყველანი მიყვარხართ"(შუაღამისას) და "სადაა ჩემი ასპირინი" (მეორე დილით). ახალგაზრდა ქალწულმა თრობის შემდეგ შეიძლება არაქალწულად გაიღვიძოს, მაგრამ დეტალებს არასდროს გაიხსენებს, რაც მშვენიერი ტაქტიკაა.


სასწორს ეშინია სიმთვრალის, მაგრამ მაინც სვამს. მთვრალი კარგავს ძირითად თვისებას, აწონ-დაწონოს ყველა და ყველაფერი და პირდაპირ მოქმედებაზე გადადის. მთვრალი ჰარმონიას პოულობს და მისთვის ულამაზო ქალები აღარ არსებობენ. სხვათა შორის, დეგენერატი კაცებიც. ყველა კნუტი, ბეღურა და ბუსუსაა. თუმცა, დილით, იმის გაფიქრებისას, რომ ვახტანგურად სვამდა ღიპიან, ხეპრე მამაკაცებთან ან მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან, მასში სირცხვილის მეტს არაფერს გამოიწვევს.


მორიელმა კარგად იცის თავისი ნორმა. როცა ზღვარს მიუახლოვდება, თავად ჩერდება, აი, სხვებს კი სიამოვნებით უსხამს და ათრობს. ტყუილია იმაზე ოცნება, რომ მორიელს დაათრობთ და მერე ან საჭირო ინფორმაციას გამოსტყუებთ, ან ლოგინში შეითრევთ. ის დაგთანხმდებათ, მაგრამ ერთი პირობით, რომ კიდევ უნდა დალიოთ. თქვენ და არა მან. ასე რომ, თუ არ გსურთ დილით ახალგაღვიძებულმა უცხო ქალაქში, უცხო ადამიანის გვერდით გაიღვიძოთ, ან "იუთუბის"ვარსკვლავი გახდეთ, მოერიდეთ მორიელთან სმას.


მშვილდოსანი ან ბუნებით ლოთია, ან საერთოდ არ სვამს. გააჩნია, როგორ წარიმართება მისი ცხოვრება, - წარმატებულია თუ არა. წარმოუდგენელია, როგორ უნდა დალიო მასთან. პირველ შემთხვევაში ჯანმრთელობა გიმტყუნებთ, მეორეში - მოწყენილობისგან მთქნარებას დაიწყებთ, როცა ალკოჰოლის მავნებლობაზე ლექციების სრულ კურსს მოისმენთ. ერთ გაფრთხილებასაც მოგცემთ: თუ მშვილდოსანთან სუფრაზე მოხვდით, ყველაფერი ისე გააკეთეთ, როგორ გეუბნებათ. მასთან კამათს აზრი არა აქვს, ან "ტყვიას გესვრით", ან გაგებუტებათ. ეს უკანასკნელი კი ტყვიაზე საშიშია.
სტატიის წყარო:marao.ge