"თუ მოდელობა ''გრეხია''და თუ ჩემი მოდელობით კაკო ვაშალომიძეს სახელს ვუტეხ, მათთან საერთო არაფერი მექნება"
გასულ კვირას მოდელი თამუნა ვაშალომიძე ძალიან პოპულარული გახდა. როგორც ამბობენ, თამუნა პირველი ქართველი გოგონაა, რომელსაც რუსულ ''პლეიბოიში''გადაიღებენ. თამუნა ''კომედი შოუს''სერიალში თამაშობს და ცოტა ხნის წინ ''მარაო რუსთავი 2''-ში ''ერთგულების ტესტში''მიიღო მონაწილეობა. ''დაავალეს''დავით ქაცარავას ცდუნება, თუმცა როგორც თავად ამბობს, დავით ქაცარავას, რომელიც დღის უმეტეს ნაწილს ვარჯიშში ატარებს, არ გაჰკვირვებია სპორტულ დარბაზში მისი გამოჩენა.
- ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა შენ შესახებ...
- ვარ 23 წლის. ამჟამად პიარმენეჯერად ვმუშაობ ტურისტულ კომპანიაში. გარდა ამისა, ვარ მოდელი, რამდენიმე კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ერთ-ერთ კონკურსზე, სადაც საქართველოს სახელით ვიყავი, ''მის პრესა''გავხდი. ''კომედი არხზე''სერიალ ''სიცილის ზონაში''ვთამაშობ. მოხდა ისე, რომ ''იმედის კვირამ''ჩემზე მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნახევრად შიშველი გამოვედი ეკრანზე. სიუჟეტში ნახსენები იყო მამინაცვლის სახელი და გვარი. აქამდე ვიცოდი, რომ ის ჩემი მამა იყო. ცხრა წლის ასაკში გავიგე, რომ მისი ბიოლოგიური შვილი არ ვიყავი, მაგრამ ერთ ოჯახში ვიზრდებოდით და რომელი ინტერვიუც არ უნდა წაიკითხოთ, კაკო ვაშალომიძე ყველგან ამბობს, რომ ჰყავს ოთხი შვილი: თამუნა და შაკო, მაიკო და სალომე ვაშალომიძეები. მაიკო და სალომე პირველი ქორწინებიდან ჰყავს. შაკო დედაჩემის და კაკოს შვილია. ოჯახიდან წლების წინ წამოვედი. კარგად არ დავშორდით. მას შემდეგ მისი სახელი არ მიხსენებია.
- რატომ წამოხვედი ოჯახიდან?
- ამას ჯერჯერობით არავის ვეუბნები. ამ ყველაფერსაც არ ვიტყოდი, დედაჩემის ინტერვიუ რომ არ წამეკითხა და რომ არ ეთქვა, ანტიქრისტე გავაჩინეო. როდესაც სახლიდან წამოვედი, ვთქვი, რომ ჩემ თავს თავად მივხედავდი. მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ დამოუკიდებლად შემიძლია ჩემი ცხოვრების წარმართვა. თუ მოდელობა ''გრეხია''და თუ ჩემი მოდელობით კაკო ვაშალომიძეს სახელს ვუტეხ, მათთან საერთო არაფერი მექნება. შვიდი წლის ვიყავი, კაკო ვაშალომიძე რომ გავიცანი და ვიცოდი, რომ მამა იყო. მერე კი გავიგე, რომ მამინაცვალი იყო. არ მითხოვია, გვარი თვითონ მომცა.
- რა გვარი გქონდა?
- ესიტაშვილი ვიყავი. 13 წლიდან ვაშალომიძე კაკოს ასული გავხდი. ახლა ამბობს, რომ ჩემი რცხვენია. თუ ჩემი რცხვენია, მე უკვე ადვოკატი მყავს აყვანილი და მომდევნო კვირაში ვაპირებ, სარჩელი შევიტანო და მამობის უფლება წავართვა.
სიმართლე გითხრათ, დედის რეაქცია არ გამკვირვებია. ვფიქრობდი, ჩემს ცხოვრებაში როდისმე ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა. არ მაქვს კარგი ურთიერთობა. ციხეში ჩემ გამო მოხვდა. დედამისს აყენებდა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ანალოგიურს ცდილობდა ჩემ მიმართაც. სასამართლომ გააფრთხილა, მაგრამ გაფრთხილება არ გაითვალისწინა და ამის გამო 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
დედაჩემი აყვანილია, ბებიამ და ბაბუამ აიყვანეს და გაზარდეს. მერე მე გამზარდეს. მე დედის ბიოლოგიური შვილი ვარ. თავიდან ბებია მზრდიდა.M მახსოვს, დედა რომ გავიცანი, ოთხი წლის ვიყავი. არაჩვეულებრივი ბებია მყავს. ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ყველაფერში გვერდით მიდგას. ბოლო დღეების სკანდალზე არაფერი მითქვამს, რომ არ ინერვიულოს.
- ახლა ბებია ვისთანაა?
- სახლში ვერ დავტოვებდი. ბებია მომვლელთან მყავს. სახლში რომ დარჩენილიყო, ისევ კონფლიქტი მოხდებოდა.
- დედა მას რის გამო სცემდა?
- არ ვიცი. მიზეზს ყოველთვის პოულობდა. კაკოს რომ დაშორდა, ბებიას არ მოეწონა. რადგან კაკო და დედაჩემი თვრამეტი წელი იყვნენ ერთად და მერე, სხვა კაცი რომ ჰყავდა, ამის გამო კამათობდნენ. კიდევ არის რაღაც მიზეზი, რის გამოც დედას ''ეკეტებოდა''.
- რამდენი ხანია, დედა არ გინახავს?
- ოთხი თუ ხუთი თვის წინ იყო სასამართლო და მას შემდეგ არ მინახავს. ჩვიდმეტი წლის ასაკში წამოვედი სახლიდან და არავისთვის მითხოვია დახმარება. მხოლოდ ტანსაცმელი და მედავითნის წიგნები ნუსხურად, წამოვიღე. არასდროს გამომიყენებია კაკო ვაშალომიძის სახელი. ერთი პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი. ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, ფეხები მტკიოდა. მითხრეს, რომ შეიძლებოდა, ეტლიც დამჭირვებოდა.
- ავარიაში მოყევი?
- არა. ძალიან სუსტი ფეხები მაქვს. სამი წლის წინ მიმტანად ვმუშაობდი და ფეხები ძალიან დამიზიანდა. მერე გადავედი ადმინისტრატორად, მერე - მენეჯერად. ერთი პერიოდი სულ ბოტასებით დავდიოდი. სუპინატორები უნდა მცმოდა. ახლაც პრობლემები მაქვს, მაგრამ მე რომ ოპერაცია გავიკეთო, სამი თვე ვერ გავივლი და წოლითი რეჟიმი უნდა მქონდეს. არასდროს არაფერი მომითხოვია დედისგან.M ბევრჯერ ვცადე მასთან ურთიერთობის აღდგენა. ძალიან ცუდად მხვდებოდა. ამბობდა, რომ ცუდი ვარ და ვიღაცის საყვარელი ვიყავი და ამით გავიქაჩე. ვინც მიცნობს, კარგად იცის, ყველაფერს როგორ მივაღწიე. მეგობრის ოჯახმა შემიფარა. ფეხზე ვერ ვიდექი, დასიებული მქონდა და მივლიდნენ. არადა, მათაც ძალიან უჭირდათ და ახლა გამოჩნდა? წლების განმავლობაში ერთხელ არ დაურეკავს და არ უკითხავს, თამუნა, როგორ ხარო. რადგან ''პლეიბოიდან''შემოთავაზება მივიღე და ახლა შემიძლია, თბილისში ბინა ვიყიდო იმ თანხით, იმიტომ ვარ ცუდი და იმიტომ ვუტეხ სახელს? მგონია, რომ რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა, დედა ყველაფერს იტყვის, მაგრამ ძალიან არ მინდა წარსულში დაბრუნება, თორემ იმდენი და ისეთი რამეები მაქვს სათქმელი, ალბათ, ''პროფილის''''პროფილი''დასჭირდება და ასეთი ''პროფილი''ალბათ არც არასდროს იქნება. ყველაფერს ვიტყვი, როგორც იყო და მერე ხალხმა განსაჯოს, ანტიქრისტე გამაჩინა, თუ ვინ გამაჩინა.
- დედა ამბობს, მოძღვარი არ ჰყავს, იტყუებაო.
- ისიც გავიგე ჩემზე, რომ მედავითნე არ ვიყავი. ქაშუეთში ვმსახურობდი რამდენიმე წელი და გადაცემა ეთერში რომ გავიდა, მამა გიორგიმ მომწერა, წამოდი, მე მოგხედავ, ყველაფერს თავი დაანებეო. მაგრამ მე უკვე არჩეული მაქვს ჩემი გზა. ის თამუნა ვეღარ ვიქნები, რომელიც რამდენიმე წლის წინ ვიყავი. მყავდა მოძღვარი, მამა ანტონი, რომელმაც გასულ კვირას თქვა, მას ბოდიში აქვს მოსახდელიო. იცის, რომ სერიალში პატარ-პატარა როლები მაქვს და ისიც იცის, რომ მოდელი ვარ. არ მითქვამს, რომ ''პლეიბოიში''უნდა გადამიღონ. ალბათ, ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ ან კიდევ იმიტომ, რომ დამავიწყდა. როდესაც ტაძარში გავაკეთეთ სიუჟეტი და დავითნი წავიკითხე, მაშინ არ იყო გადაწყვეტილი, რომ პირდაპირ ეთერში უნდა გამეხადა. მამა ანტონი ამბობს, რომ ეკლესია მოვატყუე, მე კი ასე არ ვფიქრობ. თუკი იმის გამო უნდა მოვიბოდიშო, რომ ''პლეობოიში''გადაღებაზე არაფერი მითქვამს, მაშინ მოვიხდი ბოდიშს. რომ მცოდნოდა, ეთერში უნდა გამეხადა, მამაოს ვეტყოდი და რა თქმა უნდა, ან დამრთავდა ნებას, ან არა. გადაცემაში ვთქვი, ამ გადაცემას ჩემი მამაო უყურებს-მეთქი. მამაო მართლა უყურებდა სიუჟეტს. მომწერა კიდეც, სიუჟეტი როდესაც დამთავრდა, სახლში მშვიდობით მიხვედიო?
- მამაო, რა თქმა უნდა, არ მოგცემდა კურთხევას, რომ ''პლეიბოიში''გადაგეღო.
- შეიძლება, არ მეკითხა აზრი და უბრალოდ მეთქვა, ასეთი შემოთავაზება მაქვს-მეთქი. თავიდან, როდესაც რუსული ''პლეიბოიდან''დამიკავშირდნენ, ჟურნალის შიდა გვერდებზე უნდა ვყოფილიყავი. მერე შეწყდა კონტაქტი, ბოლოს გადაწყდა, რომ მაისის ბოლოს უნდა გადამიღონ და გარეკანზე ვიქნები.
- შეგიძლია იმ თანხის დასახელება, რომელსაც ამ ფოტოსესიაში გადაგიხდიან?
- ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ვარ სააგენტოში და თანხის 30% მათ უნდა მივცე, მაგრამ ამის გარდა, საკმაოდ სოლიდური თანხა მრჩება იმისთვის, რომ ვიყიდო ბინა. ჟურნალი რომ გამოვა, მერე უკვე ყველაფრის თქმას შევძლებ.
- ბიოლოგიურ მამას იცნობ?
- არც ვიცი ვინაა.
- ''პლეიბოის''გადაღებებისთვის როგორ ემზადები?
- ბუნებრივად ასეთი ფერის თმა მაქვს და სანამ ბლომად ჭაღარა არ მექნება, არც შევიღებავ. მოვეწონე ისეთი, როგორიც ვარ. ალბათ, ცოტას წონაში დავიკლებ.
- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- პირად ცხოვრებაზე წინ კარიერას ვაყენებ. კაცის ნათქვამს ბრმად არასდროს მივყვები, ქართველ მამაკაცებს კი ეს არ მოსწონთ. წლების განმავლობაში მიყვარდა მუსიკოსი, რომელსაც დავშორდი, ახლა არავინ მიყვარს.