New York Times ქართველების ჩაცმის სტილზე - „საქართველო ევრაზიის იტალიაა“
ამერიკულ გამოცემაში New York Times ჟურნალისტ ჰილი პერლსონის სტატია დაიბეჭდა, რომელიც ქართველ დიზაინერებსა და ქართულ მოდას ეძღვნება. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, თბილისი ძველი და ახალი სტილის ნაზავია, რომელიც თავის თავში შუშებიან არქიტექტურას და ძველ ეკლესიებს, მეჩეთს, სინაგოგასა და აბანოებს აერთიანებს. ქართული ესთეტიკა აღმოსავლეთისა და დასავლეთის მოტივებით თანაბრადაა ინსპირირებული. დღეს, ქალაქის ძველ ნაწილში თანამედროვე ბუტიკებიც გვხვდება, რომელიც ადგილობრივი შტრიხებით პროგრესულ დიზაინს გვთავაზობს.
New York Times წერს, რომ თბილისში, ახალგაზრდა მოდის დიზაინერები ტანსაცმელს ადგილობრივ ბაზარზე აწარმოებენ, ხოლო ნამუშევრების ექსპორტი ძირითადად რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ჩინეთსა და ახლო აღმოსავლეთში ხდება - სწორედ ამ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები არიან მათი ძირითადი კლიენტები. როგორც მოსკოვში მოღვაწე ბაიერი, ჯორჯ როსტოვშიკოვი დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ჩვენების შემდეგ ამბობს, რუსეთში ფიქრობენ, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც ნიჭიერებითაა სავსე.
„ზოგიერთი დიზაინერი სწავლას საზღვარგარეთ ამჯობინებს, ისევე როგორც ლონდონში მოღვაწე ქართველი დევიდ კომა. ბევრი მათგანი სამშობლოში ბრუნდება და თბილისში საკუთარ ბიზნესს იწყებს. უცხოეთში შეძენილ ცოდნას ადგილობრივ ბაზარზე იყენებენ. მაგალითად, ლელა ელოშვილი ლონდონში მდებარე ხელოვნების სკოლის Central Saint
Martins-ის კურსდამთავრებულია, ხოლო თამუნა ინგოროყვა პარიზში ESMOD-ში სწავლობდა“, - ვკითხულობთ სტატიაში.
New York Times კონკურსის BENEXT-ის დამფუძნებლის, სოფო ჭყონიას სიტყვებსაც იშველიებს.
„ყოველთვის მჯეროდა, რომ საქართველოს შეეძლო, ყოფილიყო ცნობილი მისი მდიდარი კულტურით, ხელოვნებითა და ახლა უკვე მოდით - და არა მხოლოდ პოლიტიკით, ომითა და კონფლიქტებით. ქართველი ქალები საბჭოთა პერიოდშიც კი ყოველთვის განსხვავებულად გამოიყურებოდნენ და ეს ხდებოდა იმ რთულ დროს, როცა ყველაფერი აკრძალული იყო. დედამ მითხრა, რომ მათი შთაგონების წყარო ფრანგული და იტალიური ფილმები იყო“, - განაცხადა სოფო ჭყონიამ.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ქართული სახელგანთქმული ღვინის კულტურითა და ელეგანტურობისკენ ადგილობრივთა მიდრეკილება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქართველო ევრაზიის იტალიაა. დედაქალაქის ექსპერიმენტული გემოვნება კი უფო მეტად ანტვერპენს (ქალაქი ბელგიაში) წააგავს.