სადღესასწაულო იმიჯი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ახლა უკვე ვიცი, როგორ შევხვდები 2017 წელს!

სადღესასწაულო იმიჯი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ახლა უკვე ვიცი, როგორ შევხვდები 2017 წელს!
ასტროლოგები გვირჩევენ, ცეცხლოვანი მამლის წელს მკვეთრი ფერის სამოსში შევხვდეთ. უპირატესობა ყვითელს, ნარინჯისფერს, ოქროსფერს, ალისფერსა და ბორდოსფერს უნდა მიენიჭოს.

ასევე, მამლის გახარება მწვანე, ფირუზისფერი ან ლურჯი ფერებით შეიძლება. ქსოვილი ნატურალური უნდა იყოს, მაგალითად, ხავერდი, აბრეშუმი, ატლასი და სელი. იმიჯის დასასრულებლად, ასტროლოგები ნატიფი აქსესუარების დამატებას გვირჩევენ.
ახალი წლის მოდური იმიჯი

ვერძი



ვერძებმა, უმჯობესია, ყვითელსა და შავ ფერზე შეაჩერონ ყურადღება. ქალებს ღრმა დეკოლტესგან თავის შეკავება მართებს. იყავით ამ დღეს სადა და მამალი აუცილებლად დაგაჯილდოვებთ!

კურო



ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების: თამამად შეარჩიეთ მკვეთრი სამოსი თქვენი გემოვნებით. საგულდაგულოდ მიუდექით აქსესუარების შერჩევის პროცესს. ასტროლოგები გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ დიდ საყურეებსა და ბეჭდებს.

ტყუპები



შეარჩიეთ მწვანე ან ლურჯი სამოსი. სადღესასწაულო იმიჯი დეტალურად უნდა იყოს გათვლილი. წარმატების მისაზიდად, თმა ატლასის პატარა ბაფთებით ან მკვეთრი ფერის თმის სამაგრით მორთეთ.

კირჩხიბი



2017 წელს მამალი სრულ თავისუფლებას გაძლევთ სადღესასწაულო ტანსაცმლის არჩევანში. ჩაიცვით ის, რაც მოგწონთ და დაასრულეთ იმიჯი ლამაზი აქსესუარებით.

ლომი




ლომებსაც შეუძლიათ მოეშვან და შეარჩიონ სამოსი თავისი გემოვნებით. ერთადერთი პირობა: თავშეკავებულობა აქსესუარებსა და სამკაულებში. უმჯობესია, ცეცხლოვანი ელფერები შეარჩიოთ.

ქალწული



ქალწულებს მართებთ მკვეთრი ფერის სამოსის შერჩევა, მაგრამ მაკიაჟში მშვიდი და რბილი ფერები უნდა გამოიყენონ. შეარჩიეთ ლაკონური სამკაული, რომელიც თქვენს ბუნებრივ სილამაზეს ხაზს გაუსვამს.

სასწორი



ასტროლოგები გირჩევთ, მონოქრომული ტანსაცმელი შეარჩიოთ. მიაქციეთ ყურადღება ცისფერ, მწვანე ან ნარინჯისფერ კაბას. აუცილებლად დაასრულეთ იმიჯი ძვირფასი ქვის საიუველირო ნაკეთობით.

მორიელი



მორიელები აუცილებლად უნდა გამოირჩეოდნენ ამ დღეს! მკვეთრი სამოსის შერჩევისას, ნუ დაივიწყებთ აქსესუარებზე. ეს შეიძლება იყოს ლამაზი თმის სამაგრი ბუმბულით ან მასიური ბეჭედი.

მშვილდოსანი



მშვილდოსნებისთვის რეკომენდირებულია, ახალ წელს თავისუფალ გარემოში შემხვდნენ. ამიტომ, შეუძლიათ თამამად ჩაიცვან მოკლე კაბები და დეკოლტეები.

თხის რქა



ასტროლოგები გირჩევთ, ჩაიცვათ ყვითელი ან ოქროსფერი სამოსი. მიაქციეთ ყურადღება მანიკურს. აქსესუარები სადა უნდა იყოს, ზედმეტი ბრდღვიალი მამალს გააღიზიანებს.

მერწყული



მერწყულებს ან მართებთ გრძელი კაბის ჩაცმა, რომელსაც ღრმა დეკოლტე ექნება ან შარვლისა და პიჯაკის კომბინაცია. აქსესუარები სამოსთან კონტრასტულ ფერებში უნდა იყოს შერჩეული.

თევზები



ამ ნიშნანს ნებისმიერი სამოსი მოუხდება, მთავარია, იგი ახალი იყოს. ფერების არჩევანში მიაქციეთ იასამნისფერს, ლურჯს ან წითელს. ტანსაცმლის შერჩევისას მიენდეთ ინტუიციას და იხელმძღვანელეთ ემოციებით.