23 რამ, რაც ინტერნეტმა წაგვართვა

23 რამ, რაც ინტერნეტმა წაგვართვა
თავაზიანი კამათი.
გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნეტში დაცულია ჩვენი ანონიმურობა და შეგვიძლია ვისარგებლოთ სრულიად უცხო ადამიანის სახელითა და გვარით, უფრო მარტივად შეგვიძლია ჩავერთოთ ცხარე კამათებში და გავცდეთ ყოველგვარ ზრდილობისა და კულტურის ზღვრებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ვინაობა არ იცის ადამიანმა, ვისაც ვეკამათებით, არანაირი საფრთხე არ გვემუქრება.



მუსიკალური ალბომის მოსმენა თავიდან ბოლომდე.
რატომ უნდა მოვუსმინოთ 11 სიმღერას იმისათვის, რომ მივიდეთ ჩვენს საყვარელ 12 სიმღერამდე, როცა შეგვიძლია გადავახვიოთ იგი, ან ძალიან მარტივად მოვძებნოთ სასურველი სიმღერა ინტერნეტის მეშვეობით.

23 რამ, რაც ინტერნეტმა წაგვართვა

პუნქტუალურობა.
მივიდეთ დროულად პაემანზე? კი მაგრამ რატომ ვიჩქაროთ, როდესაც შეგვიძლია ყოველ წამს გავუგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება.



ამაღევებელი მომენტი, როდესაც ვყიდულობდით პორნო ჟურნალს.
რა საჭიროა ზედმეტად დავხარჯოთ ფული პრონო გაზეთებში, როდესაც ინტერნეტი სავსეა უამრავი, სხვადასხვა სახის +18 ვიდეოებით.



სატელეფონო ნომრების წიგნაკები.
იანდექსმა და გუგლმა საერთოდ მოსპო ამგვარი წიგნების არსებობის აუცილებლობა.



საათი.
დღეს-დღეობით მაჯის საათმა საერთოდ დაკარგა თავისი ფუნქცია და ხალხი მას ატარებს, როგორც ლამაზ აქსესუარს, ხოლო დროს, ყოველთვის კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან გებულობენ.



მუსიკალური მაღაზიები.
რას უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებთ: გადაიხადოთ ფული საყვარელ ალბომში, თუ ჩამოტვირთოთ იგი ინტერნეტის მეშვეობით?



წერილები.
რატომ უნდა ვიწვალოთ წერილის დაწერაზე და ველოდოთ რამოდენიმე დღე, სანამ იგი მიუვა ადრესატს, როდესაც შეგვიძლია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მარტივად დავბეჭდოთ სასურველი ტექსტი და რამდენიმე წამში გადავუგზავნოთ იგი სასურველ ადამიანს.



კარგი მეხსიერება.
დავიმახსოვროთ დრო და თარიღი? რა საჭიროა, როდესაც ჩვენ მაგივრად ეს შეუძლია გააკეთოს ჩვენს მობილურ ტელეფონს ან რაიმე სხვა მოწყობილობას.



თავისუფალი დრო.
თავისუფალი დრო იქცა ინტერნეტთან გატარებული დროის სინონიმად.



ოჯახური ალბომები.
ფეისბუქმა, ტვიტერმა და სხვა ამგვარმა სოციალურმა ქსელებმა უკვე დიდი ხანია, რაც შეცვალეს საოჯახო ალბომები.



ტელეგადაცემები.
გახსოვთ, თუ როგორ მოუთმენლად ელოდებოდით საყვარელ გადაცემას კვირიდან კვირამდე? რა საჭიროა ლოდინი, როდესაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და წუთს ჩართოთ საყვარელი გადაცემა და დატკბეთ მისი ყურებით.



ენციკლოპედიები.
რა საჭიროა საათობით ვეძებოთ ინფორმაცია ენციკლოპედიებში, როდესაც მარტივად შეგვიძლია ნებისმიერი საძიებო სისტემის მეშვეობით სულ რამდენიმე წამში მივაგნოთ სასურველ ინფორმაციას.



ჭორები.
აღარაა აუცილებელი გყავდეთ ჭორიკანა მეზობელი იმისათვის, რომ ყველაფრის საქმის ყურში იყოთ, როდესაც არსებობს ინტერნეტი, სადაც მომენტალურად, ელვის სისწრაფიდ ვრცელდება ყველა ინფორმაცია.


კონსულტაცია ექიმთან.
უვკე საჭირო აღარაა ყოველ წუთს და ყოველ წამს მივიდეთ საავადმყოფოში მისვლა, რადგან შეგვიძლია მარტივად გავიაროთ ონლაინ კონსულტაცია ექიმთან და შემდეგ დადგენილი, ზუსტი დიაგნოზით მივმართოთ საავადმყოფოს.



ამოუცნობი, რთული უცხო ენები.
ახლა უკვე მარტივად შეგვიძლია გადავთარგმნოთ ნებისმიერი წინადადება ინტერნეტის მეშვეობით.



ცხოვრებისეული საიდუმლოებები.
დღეს-დღეობით სოციალურ ქსელებში უფრო ბევრი ინფრომაცია დევს ჩვენს შესახებ, ვიდრე FBI_ში ან სხვა სპეციალურ სახელმწიფო დაწესებულებებსი.



თამაშები, რომლისთვისაც საჭირო იყო კალამი და ფურცელი.
რა საჭიროა ზედმეტი კალმის, ფანქრისა და ფრუცლის გამოყენება, როდესაც ჩვენს სმარტფონში შეგვიძლია ჩავწეროთ ნებისმიერი თამაში და გავერთოთ. ეს უფრო ხარისხიანი და საინტერესოცაა.



გაზეთები.
დღეს-დღეობით არსებობს უამრავი საიტი, რომელიც შეიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რასაც ყველა გაზეთი ერთიანად აღებული.



გეოგრაფიული ცოდნა.
რა საჭიროა ყველა კუთხე და კუნჭულის ცოდნა, როდესაც არსებობს Google Maps, რომლის მეშვეობითაც, ძალიან მარტივად მიაგნებთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ტერიტორიას.



დაფარული ტალანტები.
დღეს-დღეობით არაა საჭირო გაიაროთ გრძელი გზა იმისათვის, რომ წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი. საკმარისია უბრალოდ ატვირთოთ თქვენი ვიდეო youtube ზე.



რიგები ტოტალიზატორის წინ.
რა საჭიროა საერთოდ გაახვიდეთ სახლიდან და ჩადგეთ რიგში, როდესაც შეგიძლიათ კომფორტულად მოკალათდეთ სავარძელში და შეადგინოთ სასურველი ბილეთი.



საუზმე, სადილი, ვახშამი.
ამ ყველაფერს ნამდვილად სჯობია ბრუტერბროდის ჭამა კომპიუტერის წინ, საყვარელი სერიალის ყურების დროს.