ყაყაჩოს პეროგი-რულეტი. არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ძალიან გემრიელიც!

ყაყაჩოს პეროგი-რულეტი. არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ძალიან გემრიელიც!
რულეტი ყაყაჩოთი - ეს არის ბავშვობისდროინდელი პეროგი, რომელსაც შეგვიძლია დარწმუნებით ვუწოდოთ ცომის ცხობის კლასიკური მაგალითი. ასეთი პეროგი ყაყაჩოთი შეგიძლიათ მიიტანოთ სადღესასწაულო მაგიდაზე ან უბრალოდ ახლობლები გაახაროთ. ის ფაფუკი და ძალიან არომატულია.
მის მოსამზადებლად დაგვჭირდება ინგრედიენტები:


ცომი:
  • ფქვილი — 1 ⅔ ჭიქა (250 გ)
  • კვერცხის გული — 1 ც.
  • მშრალი საფუარი — ½ ჩ/კ
  • შაქარი — 2 ს/კ
  • რძე — ½ ჭიქა
  • კარაქი — 2 ს/კ (გამდნარი)
  • მცენარეული ზეთი — 1 ს/კ
  • მწიკვი მარილი


ყაყაჩოს შიგთავსი:
  • შაქარი - 4 ს/კ
  • ყაყაჩოს თესლი - ⅔ ჭიქა



მომზადების წესი:
  1. ცომისათვის დიდ ჭურჭელში შეურიეთ შაქარი, თბილი რძე და მშრალი საფუარი. შემდეგ დააყენეთ 10 წუთი, საფუარის გასააქტიურებლად. შემდეგ ჩაუმატეთ გამდნარი კარაქი, კვერცხის გული,მცენარეული ზეთი, მარილი და ფქილი. მოზილეთ ცომი.

  2. გადააფარეთ სამარეულოს პლიონკა ან პირსახოცი და დააყენეთ თბილ ადგილას.
  3. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ ყაყაჩოს შიგთავსი. ყაყაჩო მოხარშეთ წყალში, ცოტათი მოვზილოთ, დავუმატოთ შაქრი და გადავურიოთ.
  4. მზა ცომი გავაპრტყელოთ, შგთავსი გადავანაწილოთ მთელს ზედაპირზე. გადავახვიოთ რულეტად, შევაერთოთ ბოლოები, ისე რომ რგოლი მივიღოთ.
  5. სამზარეულოს მაკრატელით გააკეთეთ ჩაჭრები 1-1,5 სმ, წრეზე ისე რომ წრის შიდა კიდემე არ მივიდეთ. გადავახვიოთ ორი ნაჭერი გვერდზე, მესამე კი გადავახვიოთ შუაში.
  6. გამოვაცხოთ 30 წუთის მანძილზე 200°С. ტემპერატურაზე.


გემრიელად მიირთვით!