როგორ ამოვიცნოთ დამნაშავე?

როგორ ამოვიცნოთ დამნაშავე?
თითოეულ ჩვენგანს გვიოცნებია, რომ ვფლობდეთ განსაკუთრებულ, ზებუნებრივ ძალას. მაგალითად, შეგვეძლოს ადამიანის ამოცნობა ერთი შეხედვით და იმის გაგება, გვატყუებს თუ გულწრფელია ის ჩვენს მიმართ. მეწრმუნეთ, ამის გაგება არც ისე რთულია.
ძალიან მარტივად შეგვიძლია დავადგინოთ ეს ყველაფერი ადამიანისათვის დამახასიათებელი ქცევების მიხედვით. ყოველვიე ამის შესახებ გვესაუბრებიან ამერიკელი ექსპერტები:

1. სხეულის ენა.
დაკითხვის დროს, ადამიანებს, რომლებიც მალავენ რაღაცას, ძალიან უჭირთ დაიმორჩილონ, აკონტროლონ ის რეაქციები, რომლებსაც იწვევს ორგანიზმი. მაგალითად: ამ დროს ადამიანი წითლდება სახეზე, ეწყება ოფლდენა, ნელა კანკალებს, ეწყება მშრალი ხველა და ა.შ.
სიმშრალე პირში უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ადამიანი რაღაცას გვიმალავს, ან გვატყუებს.
გარდა ამისა, ექსპერტები ამტკიცებენ. რომ ადამიანები ტყუილის დროს გაუთვითცნობიერებლად ამოძრაობენ ყურებს, იხოცავენ ცხვირს, ან აჯვარედინებენ ფეხებს. მაგრამ გაითვალისწინეთ ფაქტი, რომ ასე იქცევიან ისინი, როდესაც ლაპარაკობენ თვითონ და არა ისმენენ სხვის საუბარს.

2. დანაშაულის გადაბრალება.
ძალიან ბევრი ეჭვმიტანილი ცდილობს დაადანაშაულოს სხვა, თუნდაც თვითონ მსხვერპლი. მაგალითად, გვქონია შემთხვევა, როდესაც მამა ძალადობდა შვილზე და მას თავის გასამართლებლად შემდეგი რამ უთქვამს: "ყველაფერი ცოლის ბრალია, მან ხომ იცის ჩემი მძიმე ხასიათების შესახებ და ბავშვი მაინც მარტო დატოვა ჩემთან ერთად, არადა ხომ ვაფრთხილებდი?"
დამნაშავეები ქვეცნობიერად ცდილობენ, გადააბრალონ თავისი დანაშაული სხვას.

3. დაფიცება.
ერთ-ერთ ტიპიურ ნიშანია, როდესაც ადამიანი ამბობს: "ღმერთს გეფიცებით", "საკუთარი შვილტების სიცოცხლეს გეფიცებით" და სხვ. თუკი ის უდანაშაულოა, მაშინ მას არ სჭირდება თავი შეაბაროს "ღმერთის ავტორიტეტს". კითხვაზე, თქვენ ჩაიდინეთ ეს? უდანაშაულო ადამიანი მარტივად უპასუხებს "არა".

4. თავის არიდება პირდაპირ პასუხის გაცემაზე.
კიდევ ერთ ნიშანს, რომელიც ახასიათებს დამნაშავეს, წარმოადგენს ირიბი საუბარი, ანუ როდესაც მას შეუძლია უპასუხოს მხოლოდ "კი", ან "არა", მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ყვება უამრავ ისტორიას ამ ფაქტთან დაკავშირებით.

5. მეგობრულობა.
საუბრის დროს, როდესაც ეჭვმიტანილი ცდილობს თავად დასვას კითხვები და დაიმსახუროს თქვენი კეთილგანწყობა, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ის დამნაშვეა და ღაღაცას მალავს. ასე უფრო ხშირად იქცევიან ქალბატონები, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დამკითხველიც ქალია.