ვარსკვლავების მილიონებად დაზღვეული სხეულის ნაწილები

ვარსკვლავების მილიონებად დაზღვეული სხეულის ნაწილები
1. ბენ ტურპინი - მან პირველად კაცობრიობის ისტორიაში დააზღვია საკუთარი თვალები 25 000 დოლარად.

ვარსკვლავების მილიონებად დაზღვეული სხეულის ნაწილები

2. ჯინ სიმონსი - როკ მომღერალს აქვს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ენა, რომელიც უკვე როკ ჯგუფის სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომ ჯინმა გადაწყვიტა დაეზღვია საკუთარი ენა 1 მილიონ დოლარად.



3. ჰოლი მადსონი - მოდელმა და ჟურნალ "Play Boy"_ის კურდღელმა დააზღვია საკუთარი მკერდი 1 მილიონ დოლარად, რადგან სწორედ ის წარმოადგენს მისი კარიერის საფუძველს.



4. კლაუდია შიფერი - გერმანელმა სუპერმოდელმა და ერთ-ერთმა ულამაზესლმა ქალბატონმა მსოფლიოში დააზღვია საკუთარი სახე 5 მილიონ დოლარად.



5. ჰაიდი კლუმი - მოდელმა თავისი გრძელი და ლამაზი ფეხები დააზღვია 1,8 მილიონად. აქედან 1 მილიონად მარჯვენა ფეხი, ხოლო მარცხენა მხოლოდ 800,000, რადგან მას მარცხენა ფეხზე აქვს პატარა შრამი.



6. კაილი მინოუგი - მან დააზღვია საკუთარი ბარძაყები 5 მილიონ დოლარად.



7. ბრიუს სპრინგსტინი - მომღერალმა დააზღვია საკუთარი უნიკალური ხმა 5,7 მილიონ დოლარად.



8. დანიელ კრეიგი - მსახიობმა, რომელიც თამაშობს ჯეიმს ბონდის როლს და ყველა ილეთს ასრულებს თავად, კასკადიორის გარეშე, დააზღვია მთელი თავისი სხეული 8 მილიონ დოლარად.



9. დევიდ ბექჰემი - იყო დრო, როდესაც ფეხბურთელი საკუთარი ფეხებით მილიონებს გამოიმუშავებდა. სწორედ ამიტომ მანდ დააზღვია თავისი ფეხები 164 მილიონ დოლარად.



10. ჯენიფერ ლოპესი - მსახიობის და მომღერალის ისტორია სხეულის დაზღვეული ნაწილების შესახებ საიდუმლოებითაა მოცული. თუმცა არსებობს ჭორები, რომ მას დაზღვეული აქვს ფეხები, ბარძაყები და მკერდი ცალ-ცალკე. დაზღვევის საერთო თანხა კი შეადგენს 27 მილიონ დოლარს.



11. მერაია კერი - ალბათ გაიფიქრეთ, რომ მან დააზღვია საკუთარი ხმა და ეს ლოგიკურიცაა, თუმცა სინამდვილეში მერაია კერიმ დააზღვია საკუთარი ფეხები 1 მილიარდ დოლარად. ეს გახლავთ ყველაზე ძვირადღირებული, რეკორდული სხეულის ნაწილის დაზღვევა მსოფლიოში.