წყალტუბოს რაიონის სოფლები გარესამყაროს მოწყდა, მოსახლეობა ნავებით გამოჰყავთ
წყალტუბოს რაიონის სოფლები ძლიერი წვიმის შედეგად გარესამყაროს მოწყდა. ერთი მიკროავტობუსი და სამი მსუბუქი მანქანა ადიდებულ რიონში მოექცა.
მანქანაჩი ჩარჩენილი მგზავრები სპეციალური ნავებით გადაიყვანეს. ადიდებულმა რიონმა რამდენიმე მოსახლის სახლის პირველი სართულები დატბორა. დატბორილია 300 მეტრის სიგრძის მაგისტრალი, რის გამოც მოძრაობა პარალიზებულია.
სამაშველო ოპერაციაში წყალტუბოს, ქუთაისისა და იმერეთის სამაშველო ბრიგადები მონაწილეობდნენ.