როგორ უნდა აცდუნოთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვერძი – ფიცხი და მკაცრი

ვინაიდან ვერძი ქალი საკმაოდ მკაცრი ხასიათით გამოირჩევა, მასთან სინაზე არ გამოგადგებათ. ასტროლოგები გირჩევენ, თავადაც „აგრესიული” და გამბედავი იყოთ. არ დაელოდოთ ნებართვას მისგან, აკოცეთ მოულოდნელად. იქნებ სწორედ თქვენი გახშირებული სუნთქვის მოსმენამ მოულბოს გული.

კურო – მგრძნობიარე და „ცხელი”

კურო ქალთან ნელა და შეპარვით უნდა მიხვიდეთ. მას საჩუქრები უყვარს, ამიტომ სჯობს აჩვენოთ, რომ მის დასაპყრობად ყველაფერზე წახვალთ და მისი სურვილი გკლავთ. მისი გულის საბოლოოდ მოგება კი საუცხოო სურნელის მქონე სუნამოს ყიდვით შეგიძლიათ. გარდა ამისა, კუროზე კარგი იუმორიც მოქმედებს.

ტყუპები – გონიერი და საინტერესო

ტყუპებთან ურთიერთობისას საწოლიკენ მიმავალი გზა ტვინზე გადის. მას ინტელექტუალური საუბრები და ფლირტი იზიდავს, ამიტომ სჯობს, ლოგინში საკუთარი ინტელექტის დემონსტრირებით, დახვეწილი ფლირტით შეიტყუოთ.

კირჩხიბი – რომანტიული და სენსიტიური

კირჩხიბი ქალი საოცრად მგრძნობიარე და ნაზია. მისთვის თვალების ასახვევად კარგი იქნება, საკუთარი სენსიტიური მხარეებიც დაანახოთ. კირჩხიბს თქვენი ისეთი კუთხით ნახვა, როგორიც არასოდეს უნახავს, ნამდვილად აცდუნებს. მას პატარა გოგონას, სათუთი ბავშვის როლის თამაში უყვარს. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს რომანტიული გარემოს შექმნასაც.

ლომი – მტკიცე და მომთხოვნი

ლომის ცდუნებისას 100%-ით უნდა ფოკუსირდეთ მასზე. მოეპყარით ისე, თითქოს მთელი მსოფლიო მის გარშემო ბრუნავდეს და ერთ-ერთი მათგანი თქვენ იყოთ.

ქალწული – მოწესრიგებული და აკურატული

ქალწულ ქალთან გარკვეულ ჩარჩოებში ჩაჯდომა გმართებთ. მას მოსწონს, როცა საკუთარი თავის საჭიროებას გრძნობს, ამიტომ აგრძნობინეთ, რომ მის გარეშე არ შეგიძლიათ. გარდა ამისა, შეეხეთ ხელებზე, სახეზე, მხრებზე. ეს მას ნამდვილად აცდუნებს.


სასწორი – მოდური და სოფისტური

სასწორ ქალს, ისევე, როგორც კირჩხიბს, რომანტიული გარემო და სტილი სჭირდება: შამპანიური, საღამოს კაბა, მუსიკა… ყველაფერ ამის ფონზე კი კოცნით დაწყებული საუცხოო ღამე მას ნამდვილად მოხიბლავს.

მორიელი – ინტრიგანი და ძლიერი

მორიელის ცდუნება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. საკმარისია შეეხოთ და აკოცოთ, რომ ის თქვენ წინაშე გაირინდება.

მშვილდოსანი – თავგადასავლების მოყვარული და თამამი

მშვილდოსანთან ურთიერთობაში იუმორი, ღვინო და თავისუფლება დაგეხმარებათ. იყავით გახსნილი, თამამი და მასთან ფლირტი სადმე სახლს გარეთ დაიწყეთ.

თხის რქა – შეზღუდული და სათუთი

თხის რქის საცდუნებლად შეზღუდულად უნდა იმოქმედოთ. არ აჩქარდეთ და არ გაასწროთ მოვლენებს. დაანახეთ, რომ მასზე ზრუნვა გინდათ და ეს ზრუნვა ფიზიკური კონტაქტით გამოხატეთ.

მერწყული – არასტანდარტული და უცნაური

მერწყული ქალის „შესაცდენად” კი რაიმე არასტანდარტული და არაბანალური ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ. იყავით კრეატიული, დაიწყეთ ურთიერთობა ემგობრობით და შემდეგ „შეტევაზე” გადადით. ის ამ ხერხით უფრო ადვილად მიგიშვებთ თქვენთან, შემდეგ კი თავადაც მოიხიბლება თქვენით.

თევზები – შემოქმედებითი და მომთმენი

თევზი ქალის საბოლოოდ დასამორჩილებლად ვერბალური ფანტაზიებისმოხმობა გმართებთ. გადაიყვანეთ ის სხვა სამყაროში, დაანახეთ სხვა მსოფლიო!
სტატიის წყარო:lolipop.ge