გაიგეთ, რომელი ქალია ყველაზე ძვირად ღირებული მამაკაცის... საფულისთვის!

გაიგეთ, რომელი ქალია ყველაზე ძვირად ღირებული მამაკაცის... საფულისთვის!
ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ქალის ფუფუნების, ძვირფასი საჩუქრებისა და ფულისადმი სიყვარული ზოდიაქოს ნიშანზეა დამოკიდებული. აი, როგორი რეიტინგი შეადგინეს მათ.

მე-12 ადგილი - მშვილდოსანი

ქალი-მშვილდოსანი ვერ იტანს წუწურაქებს, მაგრამ ამასთან განსაკუთრებულ საჩუქრებს არ ითხოვს. მას ვერ გააკვირვებ ბაჰამის კუნძულების საგზურითა და ბრილიანტებით, მაგრამ გამორიცხული არაა, მოუნდეს ამ ყველაფერზე ბევრად ძვირად ღირებული რამ.

მე-11 ადგილი - მერწყული

ეს ქალი თქვენს ყურადღებას დააფასებს და არა საჩუქრის ღირებულებას. შეიძლება გითხრათ, რომ არაფერი სჭირდება, მაგრამ უდავოდ მოეწონება აუზის აბონიმენტი, ესპანური ენის კურსები, სამხატვრო კურსები და ა.შ.

მე-10 ადგილი - თხის რქა

ერთის მხრივ, თხის რქას რჩეულის ფული არ აინტერესებს, მას თავადაც აქვს ფული. მეორეს მხრივ, მამაკაცს მოუწევს მტკიცება, რომ რაღაცას წარმოადგენს - დიახ, აიღეთ ბანკის ამონაწერი, სხვაგვარად ტყუილა კარგავთ დროს.

მე-9 ადგილი - ქალწული


აქ ყველაფერი მარტივადაა. გაცნობის ყოველ წლისთავზე აჩუქეთ ასი ვარდი. მოუმზადეთ ვახშამი. საქმე მის გულგრილობაში კი არ არის, უბრალოდ, ქალწულს სტაბილურობა უყვარს.

მე-8 ადგილი - ვერძი


ჩათვალეთ, რომ ქალი-ვერძის სახით გამოცანა გერგოთ, მაგრამ აი შპარგალკა, რომელიც გამოგადგებათ:

ძვირად ღირებული საჩუქარი - ”რატომ დახარჯე ასეთი თანხა?”
იაფფასიანი საჩუქარი - ”საერთოდ არ მაფასებ!”
უბრალოდ ფული - ”გეზარება საჩუქრის მოძიება?”

მე-7 ადგილი - ტყუპები

ტყუპები რკინის პრინციპით ხელმძღვანელობენ: ისინი მხოლოდ კამფეტებს, ყვავილებს და კინოთეატრის ბილეთებს იღებენ საჩუქრად. საქმე იმაშია, რომ არ სურთ, ვინმეს წინაშე ვალდებული იყვნენ, ასეთი წვრილმანი საჩუქრები კი ამის საშუალებას იძლევა.

მე-6 ადგილი - კირჩხიბი

ქალი-კირჩხიბები ძალიან ამაყები არიან. მამაკაცებისგან ყველანაირ საჩუქარს არ კადრულობენ. გარდა ამისა, ურთიერთობის სერიოზულობაზე ფიქრობენ, თუ არასერიოზულია - არ აჩუქოთ არაფერი. თუ სერიოზული - მაშინ ბევრი ფული უნდა იშოვოთ.

მე-5 ადგილი - მორიელი

მორიელის გულის მოგება ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. მორიელს ფულთან ორმხრივი სიყვარული აქვს. მათთვის საჩუქრის ჩუქება ინვესტიციის ჩადებაა. ამ მომენტის გატარება კი დაუშვებელი შეცდომა.

მე-4 ადგილი - კურო


კუროსთან იაფფასიანი საჩუქრები არ გაგივათ, შეიძლება შუბლში მოგხვდეთ. ქალი-კურო მერკანტილურია. დაიმახსოვრეთ - ახალი ფეხსაცმელი - ყურადრებაა, ახალი ბეჭედი - საჩუქარი.

მე-3 ადგილი - სასწორი

ამ ქალებისთვის ფული არაფერს ნიშნავს. ტავზე რომ დააყარო მწვანე კუპიურები, ზედაც არ შეხედავს. მათ სწორად შერჩეული საჩუქრები აინტერესებთ. და რა არის ეს? ის, რასაც ყველას არ ჩუქნიან. მაგალითად, ანტიკვარიატი.

მე-2 ადგილი - ლომი

ლომები დიდ ქონებას აფასებენ. თუ მამაკაცს ციფრები უყვარს, ქალი ლომი - მისია. კაცმა იშოვა ფული, დადო საბანკო ანგარიშზე მშვიდად. ქალი ლომი შევა და იახტას იყიდის. თავად უნდა განკარგს ყველაფერი.

1-ლი ადგილი - თევზები

მამაკაცებო, მიეცით მას ყველაფერი თავიდანვე. ხელი, გული, ფული, ბებიას დანატოვარი ქონება, თქვენი სული!