6 იდეა მომავლის სახლისათვის

6 იდეა მომავლის სახლისათვის
12 ნოემბერს პარიზში ჩატარდა კონკურსი სტუდენტებს შორის. მათ მიეცათ საშუალება გაეზიარებინათ თავიანთი იდეები და გამოგონებები საზოგადოებისათვის. Fpaparazzi.com გთავაზობთ 6 ფინალისტს და მათ ორგინალურ იდეებს:

"პლასტიკური დიზაინერი"





ამ პარა მოწყობილობას შეუძლია პლასტმასის ბოთლები გარდაქმნას პოლიესტერად, რომლისაგანაც შეგვიძლია დავამზადოთ ნებისმიერი სტილის , ფერის, ზომის კაბა. მაგალითად მაისურზე იხარჯება 17 ბოთლი, ხოლო ჯემმპრზე - 21. ტექნოლოგია ჯერ დამუშავების პროცესშია...

"გემოს იმიტატორი"




ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელი კვება. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა სტუდენტმა წარადგინა იდეა სპეციალური თეფშის შექმნის თაობაზე, რომელიც საკვებს მიანიჭებს ნებისმიერ გემოს და არომატს. მაგალითად, თუ თქვენი შვილი გიჟდება ჰამბურგერებზე და ვერ იტანს ბროკოლს, მაშინ ეს მოწყობილობა სწორედ თქვენთვისაა შექმნილი. თქვენ უბრალოდ აძლევთ შვილს ბროკოლს, ხოლო ის თეფშის მეშვეობით ირჩევს გემოს, რომელიც მას ყველაზე მეტად მოსწონს. ამ გზით, შეგვიძლია ვიკვებოთ ჯანმრთელად და ამავდროს შევიგრძნოთ საყვარელი გემო.

"პირსახოცების გამწმენდი"


6 იდეა მომავლის სახლისათვის


მექსიკელმა ლეობადრო არმენტამ საზოგადოებას წარუდგინა პირსახოცების გამწმენდი ტექნოლოგია, რომელიც წამებში აშრობს და ულტრაიისფერი სხივებით ადეზინფიცირებს ქსოვილს. ეს მოწყობილობა დაგეხმარებათ დროისა და ელექტრო ენერგიის დაზოგვაში. აწი აღარ მოგიწევთ პირსახოცების რეცხვა, გამშრალება და დაუთოება.

"ჰაერის გამწმენდი"




ახალგაზრდა პოლონელმა სტუდენტმა გამოიგონა კონუსის ფორმის მოწყობილობა, რომელშიც მოთავსებულია სპეციალური ფილტრი, რომელიც გამოიმუშავებს ადამიანისათვის საჭირო სუფთა ჰაერის რაოდენობას. კონკურსზე, როდესაც სტუდენტმა ბიჭმა წარადგინა ეს გამოგონება, ჟიურის წევრები მოხიბლულები დარჩნენ. მან მოიპოვა მესამე ადგილი და ფულადი ჯილდო 2 000 ევროს ოდენობით.

"ლოტოსი"



მეორე ადგილი და 3 000 ევრო მოიპოვა სტუდენტმა გოგონამ თურქეთიდან. მისი გამოგონება ასევე წარმოადგენდა ჰაერის გამწმენდს, თუმცა მისი პრეზენტაცია იმდენად კარგი და ემოციური გახლდათ, რომ ხალხმა დაიჯერა მისი იდეის.

"ადამიანი და ბუნება"




სტუდენტმა გოგონამ ლონდონიდან გაამახვილა ყურადღება ფაქტზე, რომ ადამიანები მაქსიმალურად მოწყდნენ ბუნებას, იმდენად, რომ ბევრა მათგანმა არც კი იცის, თუ როგორ მოიპოვებენ ადამიანები საკვებს დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ პან ვანმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც 3D რეჟიმში მოუყვება და ასწავლის ხალხს, თუ როგორ მოიპოვება საკვები დამოუკიდებლად ბუნებაში. სწორედ ამ უნიკალურმა გამოგონებამ მოიგო კონურსი და გოგონას ჯილდოდ ერგო ფულადი პრემია 5 000 ევროს ოდენობით.