დიზაინერმა რობოტიზებული კაბა შექმნა, რომელიც ქალს თავდამსხმელის მოგერიებაში დაეხმარება

დიზაინერმა რობოტიზებული კაბა შექმნა, რომელიც ქალს თავდამსხმელის მოგერიებაში დაეხმარება
თუ თქვენ გსურთ გეცვათ ისეთი კაბა, რომელიც აბეზარ ადამიანებს აიძულებს პატივი სცეს თქვენს კუთვნილ სივრცეს მეტროში და არ შეგაწუხონ ზედმეტი ყურადღებითა და შემთხვევითი შეხებით, მაშინ მოდელიერის და დიზაინერის ანუკ ვიპრეხტის მიერ შექმნილი რობოტიზებული კაბა ნამდვილად თქვენთვისაა ზედგამოჭრილი.

კაბა, რომელსაც ავტორმა Spider Dress უწოდა, დაბეჭდილია 3D- პრინტერზე და მუშაობს Intel Edison-ზე. კაბაში დამონტაჟებულია სენსორები, რომლებიც პოულობენ, სად და როდის ცდილობს ვინმე თქვენს სივრცეში შემოჭრას. თუ თავად კაბის დიზაინი და გარეგნული სახე არ აიძულებს მათ თავი შორს დაიჭირონ თქვენგან, მაშინ ამ საქმეს თავად კაბა გააკეთებს.

აი რას ამბობს თავად კაბის დიზაინერი ანუკ ვიპრეხტი:

"-კაბის ამ მოდელს გააჩნია ანიმაციური მექანიკური კიდურები, რომლებიც რეაგირებას ახდენენ გარე სტიმულაციაზე, იცავენ რა პირად სივრცეს იმ ადამიანისა, ვისაც ის აცვია. კაბა იყენებს მიახლოების გადამცემებს, ასევე ამოსუნთქული ჰაერის სენსორებს, რათა განსაზღვროს პირადი სივრცის საზღვრები და დაიცვას ის. თუ თქვენ გოგონას, რომელსაც ეს კაბა აცვია, აგრესიული განზრახვით მიუახლოვდებით, მექანიკური კიდურები შეტევაზე გადმოვლენ თქვენს წინააღმდეგ. თუ გოგონას გაცილებით მშვიდი მანერით მიუახლოვდებით, კაბის საცეცები პირიქით - მოგეხვევათ და მიგიზიდავთ მისკენ".

ახლა კი გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც აღბეჭდილია ეს საოცარი კაბა-რობოტი.

სტატიის ავტორი: მანჩო 777
სტატიის წყარო:intermedia.ge