ინტიმური ენერგიის გაცვლა
მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ ვის უზიარებთ ინტიმურ ენერგიას. ამ დონეზე სიახლოვისას, თქვენი ენერგია და აურა, ირევა პარტნიორის არუაში. ეს ძალიან ძლიერი კავშირია, რომელიც საერთოდ არაა დამოკიდებული იმაზე, ნიშნავს, თუ არა პარტნიორი თქვენთვის რამეს. პროცესი ტოვებს დიდ კვალს თქვენს სულიერ მდგომარეობაზე, განსაკუთრეით ხალხზე, რომლებიც არ იტარებენ აურის, ემოციური მდგომარეობის გაწმენდის პროცესებს (იოგა, მედიტაციები და ა.შ). რაც უფრო ახლოს ხართ ადამიანთან, მით უფრო დიდი დოზით გადმოინაცვლებს მისი აურა თქვენში (მოგეხსენებათ, სექსი სიახლოვის პიკს წარმოადგენს). ძალიან ბევრი ვერ ათვითცნობიერებს, რომ ამ პროცესს შეუძლეა წაგართვათ მთელი თქვენი დადებითი ენერგია, ემოცია, აურა და დაგმუხტოთ უარყოფითად. რიგ შემთხვევაში შესაძლოა პირიქითაც მოხდეს და პროცესმა დადებითი გავლენა იქონიოს თქვენზე. ასე, რომ დაუკვირდით და კარგად დაფიქრდით, სანამ დაკავდებით სექსით ვინმესთან.