''მომწონს, როცა საყვარელი ადამიანი საცვლებს მჩუქნის''

''მომწონს, როცა საყვარელი ადამიანი საცვლებს მჩუქნის''
''ბრავოში'' მარიტა როხვაძის გამოჩენამ მაყურებელი გააოცა, პირველ რიგში, ვიზუალით. ''ჯეოსტარის'' შემდეგ წონაში 21 კილოგრამი დაიკლო. მომღერლის იისფერ კაბაში გამოჩენილი ლამაზი სხეული და შავი ტრუსი საზოგადოების ნაწილის სალაპარაკო თემა გახდა.
მარიტამ ძალიან ცოტა პროცენტული მაჩვენებლით სძლია გიორგი ბერიძეს, რამაც როკმომღერლის ფანები გააღიზიანა. გიორგი ბერიძის შეყვარებულმა ''ფეისბუქზე'' მარიტას გამარჯვება გააპროტესტა.
მომღერალს ''ბრავოს'' შედეგებზე, დაკლებულ კილოგრამებზე ვესაუბრეთ და უხერხული შეკითხვებიც დავუსვით.

- მარიტა, როგორ გგონია, რატომ გააღიზიანა საზოგადოების ნაწილი შენმა ''ბრავოს'' სუპერფინალში გადასვლამ?
- ყველაზე მაგარი ის იყო, რომ მიზერული სხვაობით მოვიგე. ჩემი გულშემატკივარი ეკრანს უყურებდა და როგორც კი ხედავდნენ, რომ გიო მისწრებდა, მიმესიჯებდნენ. არ ვიცი, რამ გამოიწვია გაღიზიანება. გიორგი როკმომღერალია, ვაფასებ მის შემოქმედებას, ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ. როგორც ჩანს, ჩემი გულშემატკივრები უფრო მაგრები არიან, ამას ყველგან ვიტყვი, სადაც საშუალება მომეცემა. მათ გადამიყვანეს ''ბრავოს'' ფინალში.
- რატომ უკავშირებენ შენს წარმატებას ყოველთვის ფულიან ბიძებს?
- არ ვიცი, ''ჯეოსტარზეც'' ასე ამბობდნენ, რომ ვიღაც მაფინანსებდა. ივანიშვილის სახელმა და გვარმაც კი გაიჟღერა მაშინ.
- იცნობ ბიძინა ივანიშვილს?
- არა, არანაირი შეხება არ მქონია, არც მაშინ და არც ახლა. ფულიანი ბიძები არ მყავს, გულიანი გულშემატკივრები მყავს და მადლობა მათ.
- მაყურებელი შენმა ვიზუალმა გააოცა. ძალიან გამხდარი ხარ, გარდა ამისა, კაბიდან გამოჩენილ საცვლებზე დღემდე ლაპარაკობენ.
- ჩემი აზრით, სწორედ იმან გააღიზიანა ხალხი, რომ ''ჯეოსტარის'' დროს მსუქანი მარიტა ასეთი გამხდარი, მომხიბვლელი და სექსუალური ნახა. ნამდვილად არ მიმღერია ცუდი სიმღერები, არ ვიცი, რატომ არ ვიმსახურებდი მოგებას?! ჩაცმას რაც შეეხება, არაესთეტიკური არაფერი ჩამიცვამს, ისეთი არაფერი გამიკეთებია, რაც მანამდე ჩემს კოლეგებს არ გაუკეთებიათ სცენაზე.
- შენი იმიჯი ვინ მოიფიქრა?
- ეს იყო ჩემი და ჩემი პროდიუსერის კახაბერ ხოშტარიას გადაწყვეტილება. გვინდოდა, ის ვიზუალი, რაც მაქვს, სცენაზე კარგად გამოჩენილიყო. სხვა გათვლაც გვქონდა, სიმღერა, რომელიც ამ კაბაში შევასრულე, გემოვნებიან მუსიკას ეკუთვნის და სამწუხაროდ, ნაკლები მსმენელი ჰყავს. ჩვენ გვინდოდა, კარგად გაგვეყიდა სიმღერა ''Fეელინგ Gოოდ''-ის ეს ვერსია, რომელსაც სხვა შემთხვევაში არავინ მოუსმენდა. ჩანაფიქრმა გაამართლა. ამ სიმღერას ''იუთუ-ბზე'' 15 ათასი ნახვა აქვს და მეორე სიმღერას, რომელიც გაცილებით მოკლე კაბაში ვიმღერე და რომლის შესრულების დროს უფრო კარგად გამომიჩნდა საცვალიც და უკანალიც ცეკვის დროს, 400 ნახვა აქვს.
- მარიტა, გული დაგწყდა ალბათ, ვიღაცებს შენი გამარჯვება რომ არ გაუხარდათ.
- ყველაზე მეტად რამაც გული მატკინა, იყო გიორგი ბერიძის შეყვარებულის ფეისბუქსტატუსი. ის მიიჩნევს, რომ თურმე გიორგის საცვლების გამოჩენის გამო მოვუგე და რომ ამ ხალხს გემოვნება არ აქვს. გავოცდი, იმდენად, რომ გიორგის დავურეკე. აღმოჩნდა, რომ მან არაფერი იცოდა მისი შეყვარებულის სტატუსის შესახებ. უცნაურია, გიორგის შეყვარებულმა წესით უნდა იცოდეს, რომ მე და გიორგი მეგობრები ვართ. ასეთი საქციელი მისგან ნამდვილად არ იყო ლამაზი. ''ბრავოს'' სჭირდებოდა შოუ და შოუ შედგა.
- შენმა ვიზუალმა მაყურებელი მართლაც შოკში ჩააგდო. გვიამბე, როგორ დაიკელი წონაში.
- რომ ვუყურებდი სცენაზე ლამაზ, გამხდარ მომღერლებს ვფიქრობდი, რატომ არ შემიძლია, მეც ასე გამოვიყურებოდე და ჩავიცვა ის, რისი ჩაცმაც მინდა-მეთქი. მეორე დღესვე ავკრძალე ჭამა. არანაირი შავი პური და მჭადი. პირდაპირ წიწიბურაზე გადავედი. 4 თვის განმავლობაში უცხიმო და უმარილო წიწიბურას გეახლებოდით, უმარილო ჭყინტ ყველთან ერთად. პარა-ლელურად ვვარჯიშობდი ტრენაჟორებზე და დავდიოდი საუნაში. ყველა ნორმალური ადამიანი საუნაში შედის კვირაში 2-3 დღე, 15 წუთით. მე ყოველდღეE დავდიოდი, თან ნახევარი საათით. დიეტის დაწყებიდან დღემდე 21 კილოგრამი დავიკელი.
- ასეთმა რეჟიმმა შენი ჯანმრთელობა არ შეარყია?
- არა. ხედავთ, კარგად ვარ. ყველაფერი მონდომებაა და ნებისყოფა.
- სტიმული, ფლირტის ან სიყვარულის ობიექტი?
- მას მე მსუქანი შევუყვარდი. მისთვის არ გავმხდარვარ.
- ახლა ისევ დიეტაზე ხარ?
- ახლა წონას ვაკონტროლებ. როცა მცალია, ვვარჯიშობ, არ ვჭამ ცომეულს, ტკბილეულს გეახლებით, უბრალოდ, კალორიებს ვითვლი.
- მარიტა, ქალს თუ აკოცებდი სცენაზე შოუსთვის?
- ქალს? არ მგონია, საქართველოში ისეთი შოუ გააკეთდეს, სადაც ამის აუცილებლობა დადგება. არ ვიცი, გააჩნია რამდენად ხარისხიანი იქნება შოუ და რაში დამჭირდება ეს მე, რას შემომთავაზებენ სანაცვლოდ.
- სიყვარულისთვის სიგიჟეები გიკეთებია?
- სიყვარული თავიდან ბოლომდე სიგიჟეა, თუმცა ახლა არ მახსენდება ისეთი სიტუაცია, მოსაყოლად რომ ღირდეს. სიურპრიზი კი ბევრი მახსოვს. ერთხელ, საქართველოში არ ვიყავი, არ გავაგებინე, რომ ჩამოვდიოდი, დავურეკე და ვუთხარი, გამოიხედე, შენს ჭიშკართან ვდგავარ-მეთქი. მისი სახის დანახვა იმ მომენტში ყველაზე მეტად მესიამოვნა.
- რა ასაკში აკოცე პირველად ბიჭს?
- 16 წლის ვიყავი. თუმცა არა, საბავშვო ბაღში ვაკოცე. მაშინ სერიალი ''კასანდრა'' გადიოდა. ძალიან პოპულარული იყო. ჩვენ სცენა გვქონდა. მე კასანდრა ვიყავი, ის - რანდუ. მივედი და ვაკოცე. დავქორწინდით, შვილიც გვეყოლა.
- ყველაზე უხერხული საჩუქარი, რაც მიგიღია…...
- არ ვიცი, გააჩნია, უხერხულს რას ეძახით. მაგალითად, მომწონს, როცა ჩემი საყვარელი ადამიანი საცვლებს მჩუქნის. სულ არ არის ეს უხერხული ჩემთვის, პირიქით, ვეუბნებოდი, რომ ეყიდა.
- რა ასაკში ჩაიცვი პირველად ბიუსტჰალტერი?
- ძალიან გვიან. დიდი მკერდი არასდროს მქონია. მსუქანიც რომ ვიყავი, მაშინაც. ქონი იყო, მკერდი კი არა (იცინის). ახლაც არ ვგრძნობ თავს უხერხულად ბიუსტჰალტერის გარეშე.
სტატიის ავტორი: ნინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჟურნალი ''რეიტინგი''