91 წლის მოხუცი მორგში "მკვდრეთით აღდგა"
პოლონეთის ქალაქ ოსტრუვ-ლიუბელსკში 91 წლის ქალმა, იანინა კოლკევიჩმა მორგის გაყინულ კამერაში გაიღვიძა. "მკვდრეთით აღმდგარი" ქალის ნათესავების თქმით, მოხუცს საერთოდ არ ახსოვს მისი მორგში ყოფნის პერიოდი. სამაგიეროდ, ამ ისტორიას მთელი ცხოვრების განმავლობაში დაიხსომებენ მორგის შეშინებული თანამშრომლები, რომლებმაც გარდაცვალების საბუთიც კი გასცეს, რომლის გამოც შესაძლოა, მთავარი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
მსგავსი შემთხვევა მოხდა რამდენიმე ხნის წინ პოლონეთის სხვა ქალაქში, სადაც მოხუცმა სმაში გატარებული ღამის შემდეგ, მორგში გაიღვიძა.
მსგავსი შემთხვევა მოხდა რამდენიმე ხნის წინ პოლონეთის სხვა ქალაქში, სადაც მოხუცმა სმაში გატარებული ღამის შემდეგ, მორგში გაიღვიძა.