თბილისის ყველაზე კრიმინალური და სახიფათო უბნები
საზოგადოებაში დამკვიდრდა მოსაზრება, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში კრიმინალური შემთხვევები გახშირდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა, მაგრამ მათ არ აშუქებდნენ.
ყაჩაღობის, ძარცვის, მკვლელობის შესახებ თითქმის ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია მედიასაშუალებებში. იყო შემთხვევები, რომელიც მძიმე შედეგებით დასრულდა, ქუჩურ გარჩევებს და ოჯახურ ძალადობას უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გაიზარდა თუ არა ქვეყანაში კრიმინალის რიცხვი, ეს კითხვა დღემდე რჩება "ოცნების" ხელისუფლების მთავარ პრობლემად.
თბილისის რომელ უბნებში დაფიქსირდა ყველაზე მეტი კრიმინალური ფაქტი. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ბოლო რვა თვის განმავლობაში,
თბილისში 7981 კრიმინალური ფაქტი მოხდა. აქედან გახსნილია 4570 შემთხვევა.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის, სტატისტიკის, პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა მართვის სამმართველოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, თბილისის ყველაზე კრიმინალური უბნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება.
1. ვაკე-საბურთალოს შს სამმართველო - 2099 შემთხვევა, გახსნილია 892;
2. ისანი-სამგორის შს სამმართველო - 1861 შემთხვევა, გახსნილია 1209;
3. გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველო - 1741 შემთხვევა, გახსნილია 1050;
4. ძველი თბილისის შს სამმართველო - 1229 შემთხვევა, გახსნილია 858;
5. დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველო - 889 შემთხვევა, გახსნილია 439;
6. ქ. თბილისის მთავარი სამმართველო - 162 შემთხვევა, გახსნილია 122.