როგორ შეხვდა ემიგრანტი შვილი ”ნიჭიერიდან” მიძღვნილ მამის ემოციურ საჩუქარს
"ნიჭიერის" მესამე ტურის კონკურსანტებს შორის განსაკუთრებული ყურადღება 47 წლის გოჩა ჭაბუკაიძემ მიიქცია. მან შესანიშნავი მუსიკალური ნომერი წარმოადგინა, რითაც დარბაზში მყოფი მაყურებელი და ჟიური აღტაცებაში მოიყვანა.
პრესა ბატონ გოჩას დაუკავშირდა.
- მე უფრო პიანისტი ვარ, კლავიშებზე შემსრულებელი, ვიდრე მომღერალი. როდესაც მუსიკა კომერციაში გადაეშვა, აი, მაშინ მივედი სამუშაოდ რესტორანში და დაკვრა და სიმღერა ერთმანეთს შევუთანხმე. ეს ყველაფერი ოჯახის გამო გავაკეთე, რადგანაც სხვა გადარჩენის საშუალება არ იყო. ისე მოხდა, რომ ბოლო წლებში უცხოური რეპერტუარი გახდა საჭირო. მეც ერთხელ გავრისკე და რაღაცნაირად გამოვიდა...
- მუსიკალური განათლება გაქვთ?
- კი, აკორდეონის ხუთწლედი და საესტრადო სასწავლებელი დავამთავრე.
- რუსთავში ცხოვრობთ?
- არა, თბილისში, უბრალოდ იქ (''ნიჭიერის'' შემოქმედებითი ჯგუფი. - ავტ.) რომ მკითხეს, - სადაური ხარო, ვუპასუხე, რომ რუსთავში დავიბადე და გავიზარდე-მეთქი.
- როგორც შოუდან შევიტყვეთ, ორი შვილი (გოგონა) გყავთ. რამხელაა გოგონა, რომელსაც შოუში ნომერი მიუძღვენით?
- 25 წლის არის, უმცროსი - 14 წლის.
- დიდი ხანია თქვენი შვილი არ გინახავთ?
- თითქმის ორი წელია, მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული. ბავშვი სანამ წლის არ გახდება, მანამდე ვერ შეძლებს ჩამოსვლას.
- სიძე ფრანგი გყავთ?
- არა, ქართველია, გიორგი დავითაშვილი, კომპოზიტორ შალვა დავითაშვილის შვილიშვილია. უბრალოდ, საფრანგეთში ცხოვრობს, შეუყვარდა ჩემი გოგონა და დაქორწინდნენ. ახლა მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვამყარებთ კონტაქტს. იმ დღეს სამარშრუტო ტაქსიში პატარა ბავშვს მოვეფერე, ჩვენს პატარას მივამსგავსე... ჩემი შვილიშვილის ასაკის იქნებოდა.
- თქვენმა გამოსვლამ გაოცება გამოიწვია. რატომღაც არ ელოდნენ ასეთ შედეგს. რამ განაპირობა ეს?
- სიმართლე რომ გითხრათ, არც მე ველოდი. იცით, რატომ ვიკავებდი ხოლმე "ნიჭიერში" გამოსვლაზე თავს? იმ ზარს რომ ურტყამენ ხელს, მაგის მეშინოდა,- ამ სიბერეში სირცხვილი არ ვჭამო-მეთქი. ისე რომ, წარმატებაზე არც მიფიქრია. ძალიან ვღელავდი, ვინც მიცნობს, ყველამ მითხრა, რომ ასე აღელვებულს ჯერ არ გიმღერიაო...
- რესტორანში უცხოენოვანი რეპერტუარი გაქვთ?
- კი, უცხოურ რეპერტუარს ვასრულებ. ქართულად, როცა საჭიროება მოითხოვს, მაშინ ვმღერი.
- კულისებში და დარბაზში არავინ გელოდებოდათ. თქვენს საგულშემატკივროდ არავინ იყო მოსული. შინ, მეუღლემ როგორ შეგაფასათ?
- მე ვარ კაცი-სიურპრიზი და ყველას ჩემი გამოსვლა სიურპრიზად მოვუწყე (სიცილით ამბობს). გუშინ ჩემს მეუღლეს, რომ მისმენდა, თვალზე სიხარულის ცრემლი ჰქონდა.
- უკვე ძალიან პოპულარული ხართ. ყველა თქვენს ნამღერს იწონებს და "ფეისბუქ-გვერდებზე" ტვირთავენ...
- დიდი მადლობა ყველას.
- როგორც გაირკვა, გარეგნულად ძალიან ჰგავხართ ეკლესიის მსახურს და აღმოჩნდა, რომ ასეც ყოფილა - მედავითნე ხართ...
- რა არის იცით? ფაქტობრივად, ორ ბატონს - ეკლესიასა და რესტორანს ვემსახურები, მაგრამ იმ რესტორანშიც, ჩემთვის მთავარი ბატონის, უფლის რჩევა-დარიგებას მივყვები, - რა საქმესაც არ ასრულებდე, გააკეთე მოყვასის სიყვარულითა და საკეთილდღეოდ. არ იყო ანგარებაზე დამოკიდებული.
თითოეული გამოსვლისას თითქოს უფალი მარიგებს და მმოძღვრავს, თუ როგორ მოვიქცე, როგორ დავძლიო პრობლემები და სირთულეები, რომელთანაც მიწევს შეხება. საერთოდ, ერიდან მინდოდა გასვლა, მაგრამ ჩემმა პირველმა მოძღვარმა კურთხევა არ მომცა. ერიდან რომ გახვიდე და ბერში დაიწყო საქმიანობა, ოჯახზე დარდი და ფიქრი შეგაწუხებს.
ჯერ ოჯახი დააყენე ფეხზე და მერე გაკურთხებო. რადგანაც მსახურება მინდოდა, ეკლესიაში ჯერ მგალობლად ვიყავი და მერე ჩემმა მეორე მოძღვარმა მოულოდნელად ჯვარი გადამსახა და მითხრა, შენ დღეიდან მედავითნე იქნებიო.
- ახლა სად მსახურებთ?
- მუხიანის სამხედრო დასახლებაში არის დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარი, მამა ილია ჩაკვეტაძის მრევლი გახლავართ.
- კიდევ ფიქრობთ, რომ ოდესმე სასულიერო პირი გახდეთ?
- სხვათა შორის იცით, რას ვაკვირდები? არ არსებობს რესტორანი, სადაც მიმუშავია, რომ გზის გადაღმა ეკლესია არ იდგეს. ე.ი. უფალი მანიშნებს, რომ ეს ორი გზა გაქვს და აირჩიე ერთ-ერთიო. მაგრამ ჯერ ვერ ვირჩევ ბოლომდე უფლის გზას, სანამ შვილებს საბოლოოდ ფეხზე არ დავაყენებ, მერე აუცილებლად რაღაცას გადავწყვეტ.
- უმცროსი შვილი ჯერ პატარა გყოლიათ...
- სხვათა შორის, ისიც წარმატებულია თავის საქმიანობაში. სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად უკრავს. საოცრად წარმატებულია. "იუთუბიზე" დევს მისი გამოსვლები. უფროსი გოგონაც მოცეკვავეა.
- მეუღლე?
- მეუღე "მთავრი დირიჟორია" ოჯახში (სიცილით ამბობს). ყველა მან დააყენა ფეხზე. არაჩვეულებრივი სმენა აქვს.
- პროფესიულ სცენაზე არასოდეს გიფიქრიათ?
- არ ვიცი, როგორ წარიმართება ჩემი ბედ-იღბალი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ეკლესიას არასდროს დავტოვებ. ჯერჯერობით კი ვცდილობ, ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, უფლის შემწეობით დავაბალანსო.
- და რა გითხრათ გოგონამ, ვისაც მუსიკალური ნომერი მიუძღვენით?
- ტირილით დარეკა საფრანგეთიდან, - მამა, არ ვიცი, როგორი მადლობელი ვარ, ვინ აღარ მირეკავს, მწერს, ნაცნობი თუ უცნობიო. ხომ გითხარით, თვითონაც გაოგნებული ვარ. ასეთ და ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი... სულ ბოლოს კი მადლობა მინდა გადავუხადო ოთო ნემსაძეს, მან ჩემს ''ნიჭიერში'' მისვლას დიდი ბიძგი მისცა. ერთხელ რესტორანში შემთხვევით მომისმინა, მერე სცენაზე ამოვიდა და მითხრა, კონკურსში უნდა მიიღო მონაწილეობა აუცილებლადო.