ყველაზე უიღბლო ადამიანების შემთხვევითი თვითმკვლელობები

ყველაზე უიღბლო ადამიანების შემთხვევითი თვითმკვლელობები
ეგვიპტელი ზოოლოგი იჯდა ბარში, რომელიც მდებარეობს მდინარის პირას და სვავდა ლუდს. როდესაც იგი მორჩა დალევას, ფულის გადახდის თავიდან არიდების გამო, ადგა და გადახტა ფანჯრიდან, თუმცა ამ ადამიანს არ გაუმართლა და აღმოჩნდა ათობით ნიანგის ბუნაგში.



ამერიკელმა სერჟანტმა გაურკვეველი გზებით მიიღო რაკეტა "ჯატო". რაკეტა მუშაობს საწვავზე და გამოიყენება ასაჩქარებლად. ამ მოწყობილობას უმაგრებენ თვითფრინავს სისწრაფის მომატებისათვის. სერჟანტმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ცდა და ეს რაკეტა დაუყენა თავის ავტომობილს. მისი გააქტიურების შემდეგ, მანქანამ განავითარა დაახლოებით 250 - 300 მილი საათში სიჩქარე. სერჟანტმმა 20 - 25 წუთიანი სიამოვნების შემდეგ გადაწყვიტა ტორმუზზე დაჭერა, თუმცა ბორბლები უკვე მიწას აღარ ეხებოდნენ.
იგი სამწუხაროდ შეასკდა კდეს, სადაც დატოვა დაახლოებით ერთი მმეტრის სიღრმის ღრმული.



სამეგობრო წრეში, ერთ-ერთმა მეგობარმა გადაწყვიტა ცოლის შერთვა. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიჭებმა გამართეს გამოსამშვიდებელი საღამო. ოდნავ შეზახორშებულებმა გადაწყვიტეს ბავშვობა გაეხსენებინათ და ერთმანეთს ბალიშებით ჩხუბი დაუწყეს. ერთ -ერთი მეგობარი წამოდგა ფეხზე ელექტრო ხერხით ხელში და მეგობრებს დასცინა, რომ ისინი პატარა გოგონებივით ერთობოდნენ. ელექტრო ხერხის ჩართვის შემდეგ, ბიჭმა თავის მოჭრა სცადა და ადგილზე დაიღუპა.

ყველაზე უიღბლო ადამიანების შემთხვევითი თვითმკვლელობები

ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მუშაობდა სწრაფი კვების ობიექტში, ყოველთვის ოცნებობდა ჩაედინა რაღაც ექსტრემალური და გიჟური. სწორედ ამიტომ მან თავის დაბადების დღეზე გადაწყვიტა გადმომხტარიყო ხიდიდან ნაციონალურ პარკში. ბიჭმა იშოვა სპეციალური ელასტიური თოკი და თავის დაცვის მიზნით მანძილი ორჯერ გაზომა ხიდსა და ხმელეთს შორის. ის ძალიან თამამად და გამბედავად გადმოხტა ხიდიდან, თუმცა სამწუხაროთ მიწას ვერ ასცდა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც პოლიციელებმა განაცხადეს, ბიჭმა, მართლაც ორჯერ გაზომა მანძილი, თუმცა მხოლოდ თვალის ზომით. თოკი 5 მეტრით გრძელი აღმოჩნდა ხიდსა და ხმელეთს შორის მანძილთან შედარებით.



ქმარმა ცოლთან კამათის შემდეგ, ,გადაწყვიტა გადაეგდო იგი აივნიდან, თუმცა მეუღლე აივნის ქვეშ სარეცხ მავთულებში გაება. მეუღლემ დაწყებულის ბოლომდე მისაყვანად თავადაც ისკუპა ბალკონიდან, თუმცა სარეცხ თოკებს ასცდა და მიწას დაენარცხა და ადგილზე გარდაიცვალა. ცოლი სამაშველო ჯგუფმა იხსნა. ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა რამდენიმე დღის შემდეგადაც, ოღონ ამ შემთხვევაში, ცოლმა მოასწრო, ხელი ჩაკიდა მეუღლეს და ისიც თან გადაიყოლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კაცი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ.



მიჩიგანის შტატის მოქალაქე ძალიან იყო შეყვარებული ნადირობაზე და გადაწყვიტა თოფის ხმარება საკუთარი ძაღლისთვისაც შეესწავლებინა. ერთ მშვენიერ დღეს, მან გადაწყვიტა ფოტოს გადაღება თავისი ძაღლისათვის, იარაღით ხელში. ძაღლის ერთი გამოძრავება საკმარისი იყო და დატენილი იარაღი დაეცა მიწას, რის შედეგადაც გავარდა და იმსხვერპლა მონადირის სიცოცხლე.



კაცი ცდილოობდა გაეჭრა აციტილენის ცისტერნა, რომელშიც ჩარჩენილი იყო ფეთქებადი ნივთიერება (ასფალტის ემულსია), რის გამოც ის გასკდა და 30 მეტრის რადიუსზე ყველაფერი მიწასთან გაასწორა.



ავსტრალიის ერთ-ერთ მოქალაქეს იმდენად უყვარდა ასაფეთქებლები და ფეირვერკები, რომ ერთ-ერთი მათგანი ფეხებ ქვეშ გაიკეთა და ფოტოს გადასაღებად გაშეშდა. ფეიერვერკი მომენტალურად აფეთქდა. საბედნიეროდ ბიჭი გადარჩა, თუმცა დარჩა მამაკაცური ღირსების გარეშე.




ახალგაზრდა ბიჭმა ნაბახუსევზე გაღვიძების შემდეგ, როდესაც მაცივარში ლუდი ვერ აღმოაჩინა, იფიქრა, რომ მეზობელმა მოიპარა იგი. გაბრაზებულმა ბიჭმა აიღო დანა და მეზობლისაკენ პასუხის მოსათხოვად გაეშურა, თუმცა მას კარი არ გაუღეს. სახლში დაბრუნებული დიდხანს ფიქრობდა, თუ რა უნდა მოემოქმედებინა მეზობლის დასასჯელად და მას თავში გენიალურმა იდეამ გაუელვა, დაეჭრა საკუთარი თავი და ამაში მისი მეზობელი დაედანაშაულებინა. ბიჭი შევიდა ვანაში და დანა დაირტყა პირდაპირ მკერდში. ჭრილობა საკმარისად ღრმა არ აღმოჩნდა და ამიტომ მან მცდელობა გაიმეორა, რომელიც არც ისე წარმატებული აღმოჩნდა მისთვის და საკუთარი გული ორად გააპო. ბიჭმა გარდაცვალებამდე მოასწრო პოლიციაში დარეკვა და მეზობლის დადანაშულება, თუმცა მეზობელს გააჩნდა უამრავი ალიბი და პოლიციელებმა ბიჭის სიკვდილი თავის ლენჩობას დააბრალეს.



21 წლის წყვილი აღმოაჩინეს შუა გზაზე დახოცილები. პოლიციელებმა ვერ მიაგნეს ვერანაირ კვალს. ვერ აღმოაჩინეს ვერც დმტვრეული მანქანა, ვერც მოტოციკლეტი. თანაც ყველაფერთან ერთად წყვილი სრულიად შიშველი იყო. დიდი ხანი რაიმე სამხილის ძებნის შემდეგ, მათ აღმოაჩინეს ლამაზად დაკეცილი ტანსაცმელი სახლის სახურავზე. საბოლოო ჯამში მათ გამოიტანეს დასკვნდა, რომ ექსტრემალური სექსის მოყვარულმა წყვილმა გადაწყვიტა სიამოვნების მიღება სახლის სახურავზე და სამწუხაროდ იქიდან გადმოვარდნენ.